14:52 20 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2902
  • 100 RUB4.6406
  • USD2.9738
სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი სომხეთში

დარგო ნაძვი: როგორ დაიწყო ზურაბიშვილის ვიზიტი სომხეთში

© photo: Sputnik / Aram Nersesyan
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
130 0 0

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, თავისი კოლეგის მიწვევით, სომხეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პირველი ვიზიტი სომხეთში მემორიალურ კომპლექს „ციცერნაკაბერდსა" და სომხების გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტში სტუმრობით დაიწყო, იუწყება „Sputnik-სომხეთი".

საქართველოს მეთაურმა მემორიალური კომპლექსის მარადიულ ცეცხლთან ყვავილები განათავსა, ასევე ხსოვნის ხეივანში ნაძვის ხე დარგო.

Президент Грузии Саломе Зурабишвили в ходе визита в Армению
© photo: Sputnik / Aram Nersesyan
სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი სომხეთში

სომხების გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტში ზურაბიშვილმა ხსოვნის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

Президент Грузии Саломе Зурабишвили в ходе визита в Армению
© photo: Sputnik / Aram Nersesyan
სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი სომხეთში

„გამოვხატავთ გულწრფელ თანაგრძნობას დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ჩვენ გულთან ახლოს მიგვაქვს ეს ტკივილი და პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას", - დაწერა ზურაბიშვილმა.

Президент Грузии Саломе Зурабишвили в ходе визита в Армению
© photo: Sputnik / Aram Nersesyan
სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი სომხეთში

საქართველოს პრეზიდენტი დეტალურად გაეცნო ექსპოზიციას. მუზეუმის დირექციამ სტუმარს 1915 წელს ოსმანთა იმპერიაში სომეხთა გენოციდის ისტორიის შესახებ წიგნი აჩუქა.

Президент Грузии Саломе Зурабишвили в ходе визита в Армению
© photo: Sputnik / Aram Nersesyan
სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი სომხეთში

სომხეთში ზურაბიშვილი სომეხ კოლეგა არმენ სარქისიანთან, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გამართავს შეხვედრებს. ვიზიტის პროგრამით ასევე დაგეგმილია სრულიად სომხეთის კათოლიკოსთან გარეგინ II-სთან შეხვედრა.

Президент Грузии Саломе Зурабишвили в ходе визита в Армению
© photo: Sputnik / Aram Nersesyan
სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი სომხეთში

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ასევე დეპუტატები კახაბერ ოქრიაშვილი, გივი ჭიჭინაძე, ენზელ მკოიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის 1992 წლის 17 ივლისს დამყარდა. იმ დროიდან ქვეყნები სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.

მთავარი თემები