09:41 20 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0630
  • 100 RUB4.2434
  • USD2.7424
ნინო ბურჯანაძე

ნინო ბურჯანაძე მოსკოვში მორიგი ვიზიტით იმყოფება

SPUTNIK / LEVAN AVLABRELI
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ქართულ–რუსული ურთიერთობები (25)
191 0 0

მოსკოვში ბურჯანაძე რუსული პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს შეხვდება

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში იმყოფება, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ პარტიის პრეს-სამსახურში.

პრესსამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსკოვში ბურჯანაძე მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ტელე- და რადიოგადაცემებში, მათ შორის რადიო Sputnik-ზე. გარდა ამისა, რუსეთის პირველ არხზე პროგრამა „დიდი თამაშის“ სტუმარი იქნება.

საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი რუსული პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს შეხვდება და მოსკოვში კვირის ბოლომდე დარჩება, განაცხადეს პარტიის პრესსამსახურში.

ადრე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არაერთხელ გაემგზავრა რუსეთში, მიზეზად კი ქვეყნებს შორის ურთიერთობების მოგვარება დაასახელა. მედიისთვის ცნობილი ბოლო ვიზიტი 2018 წლის სექტემბერში სანქტ-პეტერბურგში შედგა, სადაც ბურჯანაძემ რიგით ევრაზიის ქალთა მეორე ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა. დიალოგი ქვეყნებს შორის ხორციელდება მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

ბურჯანაძე მესამე პოლიტიკურ ცენტრს ქმნის >>

ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე 2001-2008 წლებში იყო. ამ დროის განმავლობაში მან ორჯერ შეასრულა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობები – 2004 და 2007 წლებში.

2008 წელს ბურჯანაძე ოპოზიციაში გადავიდა და პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" დააფუძნა.

თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (25)

მთავარი თემები