რატომ უმღერის დითირამბებს წულუკიანს პრემიერი ბახტაძე

© Sputnik / Alexander Imedashviliთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მმართველი პარტიის წარმატებებში წულუკიანის როლი განსაკუთრებულად აღნიშნა.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. თეა წულუკიანმა მთავრობის წევრებთან შეხვედრის დროს იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

თეა წულუკიანმა იუსტიციის მინისტრის პორტფელი არც ამჯერად დათმო>>>

მანამდე წულუკიანმა განაცხადა, რომ მთავრობას მისთვის პრინციპულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად ვადა დღის ბოლომდე მისცა. მან დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა, მიანიშნა, რომ საუბარი მის უწყებაში უფლებამოსილებებს ეხება. 

გია ვოლსკი - Sputnik საქართველო
წულუკიანის პირობა ვოლსკიმ „გააბაზრა"

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წულუკიანი თანამდებობაზე რჩება, დაადასტურა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც.

„თეა არის ჩვენი გუნდის წევრი პირველი დღეებიდან, როდესაც ყალიბდებოდა ჩვენი პოლიტიკური გუნდი და მას აქვს დიდი წვლილი იმ წარმატერბებში, რომელიც გვაქვს. აქვე მინდა ვთქვა: არსებობდა ერთ-ერთი ინიციატივა, საკითხი, რომელზეც იყო აზრთა სხვადასხვაობა, იყო მსჯელობა და ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ვალდებულებაცაა, მოვახდინო საკითხის შეჯერება. საკითხი შეჯერებულია, აზრთა თანხვედრაა და ეს საკითხი აღარ დგას დღის წესრიგში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

წულუკიანის თანამდებობის და უფრო მეტიც, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" შესაძლო დატოვების თაობაზე მედია გასულ კვირას ალაპარაკდა.

ამ ეტაპზე მმართველ პარტია "ქართულ ოცნებაში" განახლების პროცესი მიმდინარეობს, რომელიც მისმა დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2018 წლის ბოლოს დააანონსა. პარტიის ხელმძღვანელობა განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პარტია „ძველმა გვარდიამ" დატოვა და მან საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. „ქართული ოცნება" დატოვეს დეპუტატებმა ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0