09:42 20 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0630
  • 100 RUB4.2434
  • USD2.7424
ზვიად კვაჭანტირაძე

კვაჭანტირაძემ შეიძლება კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დაკარგოს

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
83 0 0

დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა, თუმცა ამ დრომდე პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას ინარჩუნებს.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხს დეპუტატები, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში განიხილავენ, განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

ზვიად კვაჭანტირაძემ „ქართული ოცნება" დატოვა: ვინ იქნება შემდეგი>>>

აღნიშნული საკითხი, მდინარაძის სიტყვებით, მომავალ სასესიო კვირაში, 19-22 მარტის პერიოდში დადგება კენჭისყრაზე. კვაჭანტირაძე ერთ-ერთია იმ შვიდი დეპუტატიდან, რომლებმაც ბოლო პერიოდში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დატოვეს.

კვაჭანტირაძის კანდიდატურა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობამ წამოაყენა, ამიტომაც როდესაც მან უმრავლესობა დატოვა, მოსალოდნელი იყო, რომ იგი დაკავებულ თანამდებობასაც გამოეთხოვებოდა, განაცხადა მდინარაძემ. თუმცა, კვაჭანტირაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ არ აპირებს თანამდებობის თავისი ნებით დატოვებას, რადგან პარლამენტის რეგლამენტში ამგვარი მოთხოვნა ჩაწერილი არ არის.

„რადგან ჩვენ ასეთ დამოკიდებულებას ვხედავთ, მაშინ ჩვენ პროცედურას მივყვებით. მთლიანობაში ეს დაუწერელი კანონია, რომელიც მოქმედებს პოლიტიკაში, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ პროცედურას მივყვებით... დიდი ალბათობით, ჩვენ კვაჭანტირაძის საკითხს განვიხილავთ და შეიძლება კვაჭანტირაძემ თანამდებობა დატოვოს პარლამენტის გადაწყვეტილებით", – განაცხადა მდინარაძემ.

კვაჭანტირაძე იყო ერთ-ერთი იმ დეპუტატებიდან, ვინც მხარი დაუჭირა პარლამენტის რამდენიმე დეპუტატის ინიციატივას საქალაქო, რაიონული და სააპელაციო მოსამართლეების უვადო წესით დანიშვნის 2024 წლამდე გადავადების შესახებ. „ქართული ოცნების" დეპუტატების დიდმა ნაწილმა ინიციატივას მხარი არ დაუჭირა იმ მოსაზრებით, რომ იგი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

გედევან ფოფხაძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნება" დატოვა>>>

ამის შემდეგ პარლამენტის ფრაქციის დატოვების შესახებ განაცხადეს ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა.

შედეგად, პარტიამ პარლამენტში დაკარგა საკონსტიტუციო უმრავლესობა.

 

მთავარი თემები