10:05 20 მარტი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0474
  • 100 RUB4.1721
  • USD2.6840
საქართველოს დროშები ერთ-ერთი პარტიის ყრილობაზე

საქართველოში ახალი ოპოზიციური პარტია შეიქმნა

© photo: Sputnik /
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
109 0 0

ახალ პარტიას უცხოელი სპეციალისტები ანტიკორუფციული კანონის შემუშავებაში დაეხმარებიან.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ახალი ოპოზიციური პარტიის „კანონი და სამართალი" დამფუძნებელი ყრილობა საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ს ერთ-ერთ პავილიონში გაიმართა. პარტიას თაკო ჩარკვიანი ჩაუდგა სათავეში.

ყრილობას ესწრებოდნენ ჩარკვიანის მომხრეები, გაერთიანებული ოპოზიციის წევრები, კერძოდ, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ასევე სხვა ოპოზიციური პარტიების წევრები.

„მეორე ტურის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ახალი პარტია უნდა შეიქმნას. ვთქვით, რომ პარტიაში გაერთიანდნენ „იმისტები“, „ამისტები“, ყველანი გავერთიანდეთ, ვიურთიერთობოთ გაერთიანებულ ოპოზიციასთან და სხვა პარტიებთან ერთად, გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ კრიზისიდან", – განაცხადა ჩარკვიანმა პარტიის პირველ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

პარტიის დამფუძნებლის თქმით, „კანონი და სამართალი" ის პოლიტიკური გაერთიანება იქნება, რომელიც ანტიკორუფციული კანონის შემუშავებაზე იმუშავებს. ამაში, ჩარკვიანის განცხადებით, მის პარტიას უცხოელი სპეციალისტები დაეხმარებიან.

საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ჩარკვიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერად მოგვევლინა. წინასაარჩევნო პერიოდში და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მან ხელისუფლება და სალომე ზურაბიშვილი არაერთხელ გააკრიტიკა.

მთავარი თემები