06:22 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
განცხადება მიწის ნაკვეთის გაყიდვის შესახებ

ექნებათ თუ არა უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლება

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ადამანის უფლებები საქართველოში (24)
187 0 0

საქართველოს პარლამენტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის ახალი ვერსიის განხილვას იწყებს

თბილისი, 10 მარტი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ საკანონმდებლო ორგანოს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის ახალი ვერსია წარუდგინა, რომლის თანახმად უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ ის მათ მემკვიდრეობით ერგო.

„არა უცხოელებზე მიწების მიყიდვას!" – თბილისში აქციაზე იუსტიციის სახლის შესასვლელი დაბლოკეს >>

საქართველოს კონსტიტუციაში 2018 წლის 16 დეკემბერს ძალაში შესული ცვლილებების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქეების და საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანებების საკუთრებას. გამონაკლისები მითითებული უნდა იყოს ორგანულ კანონში.

კანონპროექტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება მიენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მას მემკვიდრეობით მიიღებს და დაამუშავებს. ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ის ვალდებული იქნება მიწა სამი წლის განმავლობაში გაყიდოს. თუ მიწა არ გაიყიდება, ის სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა.

გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, მთავრობას შეუძლია გამონაკლისი გააკეთოს და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გადასცეს უცხოური კომპანიის ან ისეთი კომპანიის საკუთრებაში, რომელშიც დომინანტურ პარტნიორს უცხოელი ან უცხოეთში დარეგისტრირებული იურიდიული პირი წარმოადგენს.

გამონაკლისი მხოლოდ საინვესტიციო გეგმის წარმოდგენის შემთხვევაში დაიშვება. თუ საინვესტიციო გეგმა ერთი წლის განმავლობაში არ შესრულდება, კომპანია ვალდებული იქნება მიწა გაყიდოს.

რაში გაუსწრო საქართველომ პორტუგალიას, ლიეტუვას, ლიტვასა და პოლონეთს? >>

თუ პარლამენტი კანონპროექტს მიიღებს, სიახლე არ გავრცელდება უცხოელების საკუთრებაში უკვე არსებულ მიწებზე, თუ ეს მიწები დანიშნულებისამებრ გამოიყენება.

საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება ისეთივე იქნება, როგორც დანარჩენ უცხოელებს.

შესაბამისი ცვლილებები 13 კანონშია გათვალისწინებული.

მიწის საკუთრების საკითხი საქართველოში საკმაოდ მტკივნეულია. უცხოელებზე მიწების მიყიდვის აკრძალვა ქვეყანაში ორჯერ შემოიღეს - 2013 და 2017 წლებში. ამასთან საკონსტიტუციო სასამართლომ ეს აკრძალვა ორივეჯერ აღიარა, როგორც საკუთრების გარანტირებული უფლების შეუსაბამო აკრძალვა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 7 დეკემბერს, საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე ერთი კვირით ადრე მიღებულმა ბოლო გადაწყვეტილებამ მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია.

თემები:
ადამანის უფლებები საქართველოში (24)

მთავარი თემები