საქართველოსა და ლიეტუვას შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში დეკლარაცია გაფორმდა

© photo: Sputnik / Александр Липовецთბილისის, ლიტვისა და ევროკავშირის დროშები
თბილისის, ლიტვისა და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლიეტუვაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დღეს დასრულდება.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საქართველოსა და ლიეტუვას შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაცია გაფორმდა, აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინსტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განზრახულობათა დეკლარაცია, რომელიც კიბერუსაფრთხოების სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს,   ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას ეწვია>>>

სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი ლიეტუვაში 7 მარტს დაიწყო და დღეს დასრულდება.

კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაცია საქართველოსა და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმდა და მას ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა რაიმუნდას კარობლისმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრში გაიმართა, საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებიც დაესწრნენ. 

დავით ზალკალიანი და ალან დანკანი - Sputnik საქართველო
საქართველო და დიდი ბრიტანეთი კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

ლევან იზორიამ დეკლარაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნატომ და მისმა პარტნიორმა ქვეყნებმა კიბერუსაფრთხება ოპერატიული განზომილების სივრცეში აიყვანეს.  

დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვაში მუზეუმი „ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის ხელმომწერთა სახლი“ დაათვალიერა და „ლიეტუვის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციას“ გაეცნო.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილმა ასევე შეხვედრები გამართა ლიეტუვის პრეზიდენტთან დალია გრიბაუსკაიტესთან, პრემიერ-მინისტრთან საულიუს სკვერნელისთან და ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარესთან ვიქტორას პრანცკიეტისთან.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, შედიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ლიეტუვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დეპუტატი ბექა ოდიშარია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ქეთევან მახარაშვილი. 

რაზე შეთანხმდა ლიეტუვაში მამუკა ბახტაძე>>>

საქართველომ და ლიეტუვამ დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 16 სექტემბერს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სფეროებში.

ქართულ ენაში 2018 წლის მაისში ოფიციალურად დამკვიდრდა ლიტვის ავთენტური დასახელება — ლიეტუვა (Lietuva), რაც წარმოადგენს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მხრიდან საპასუხო ჟესტს იმაზე, რომ 3 მაისიდან ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური სახელწოდება დამკვიდრდა. ამგვარად, ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოსთან მიმართებაში სახელწოდება Sakartvelo გამოიყენა.

ყველა ახალი ამბავი
0