საქართველოს მოქალაქეები ფიჯიზე უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ და ფიჯიმ უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და ფიჯის თავდაცვის, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ინია სერუირატუმ ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ფიჯის დედაქალაქ სუვაში 7-8 მარტს ორ ქვეყანას შორის პირველი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები იმართება. საქართველოს დელეგაციას ღვთისიაშვილი ხელმძღვანელობს.

ფიჯის სახელმწიფო წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. მისი მოსახლეობა დაახლოებით 900 ათასია.

 

ყველა ახალი ამბავი
0