ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

გამოწერა
თვითდასაქმებულები, საერთაშორისო სტანდარტის მიხედით, მოიაზრებიან დასაქმებულებად და არ ხვდებიან უმუშევართა რიგებში

თბილისი, 24 თებერვალი -Sputnik. დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ 2018 წელს თვითდასაქმებულთა რაოდენობას გადააჭარბა და მისმა წილმა მთლიან დასაქმებაში 50.8% შეადგინა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ.

ერთი კვირის წინ საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურმა (საქსტატი) უმუშევრობის შესახებ 2018 წლის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. საქსტატის მონაცემებით, უმუშევრობის დონე გასულ  წელს საქართველოში 1,2%-ით შემცირდა და 12,7% შეადგინა, რაც მიქაბერიძის შეფასებით, ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ეკატერინე მიქაბაძის თქმით, უმუშევრობის დონის შემცირება ეკონომიკის პროდუქტიულ სექტორებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ზრდაზე მიუთითებს.

თბილისი - Sputnik საქართველო
„საქსტატის“ მონაცემები: უმუშევრობის დონე და თანაფარდობა ქალებსა და მამაკაცებს შორის

„უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირება გამოიწვია სტაბილურმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა, რომლებიც საქართველოში ბოლო წლებში ფიქსირდება რეგიონში არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების ფონზე. ის შემცირდა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 მიქაბაძის განცხადებით, 2018 წელს დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა 12.4 ათასით და 1694.2 ათასი შეადგინა, რაც განპირობებულია თვითდასაქმებულთა რაოდენობის შემცირებით და  დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდით.

ოფიციალური სტატისტიკით,  2016-2018 წლებში უმუშევრობის დონე 14.0%-დან 12.7%-მდე შემცირდა. თუმცა, ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებლის შემცირება არა დასაქმებულთა რიცხვის ზრდით, არამედ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის, ანუ სამუშაო ძალის  რაოდენობის შემცირებითაა გამოწვეული.

თბილისი, პეკინის ქუჩა - Sputnik საქართველო
საზოგადოების გზავნილი ციფრებში, ანუ რას ფიქრობს ხალხი

უწყების მეთოდოლოგიით, უმუშევრად მიიჩნევა 15 წელს ზემოთ მოქალაქე, რომელიც გამოკითხვამდე შვიდი დღის განმავლობაში არ ასრულებდა საქმიანობას გამომუშავების მიღების მიზნით, ეძებდა სამსახურს ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში და მზადაა დაიწყოს მუშაობა უახლოეს ორ კვირაში. აღსანიშნავია, რომ თვითდასაქმებულები, საერთაშორისო სტანდარტის მიხედით,  მოიაზრებიან დასაქმებულებად და , შესაბამისად, არ ხვდებიან უმუშევართა რიგებში. საქართველოში კი თვითდასაქმებულებად უმეტესად კლასიფიცირდებიან სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირები.

2019 წელს დასაქმების და უმუშევრობის გამოთვლის მეთოდოლოგიაში ფუნდამენტური ცვლილებები  შევიდა. კერძოდ, ერთ-ერთ უმთავრეს ცვლილებას წარმოადგენს საკუთარი მოხმარებისთვის მომუშავე თვითდასაქმებულთა (პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის სფეროში) სტატუსის მქონე პირთა გამორიცხვა დასაქმებულთა კატეგორიიდან.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0