საქართველოში ველური ბუნების ეროვნული სააგენტო შეიქმნება

© photo: Sputnik / G. Nadezhdin / გადასვლა მედიაბანკშიКосуля на водопое
Косуля на водопое - Sputnik საქართველო
გამოწერა
ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ეროვნული საშენი მეურნეობის ბაზაზე ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ველური ბუნების ეროვნული სააგენტო შეიქმნება, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

ეროვნული საშენი მეურნეობის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ შესაბამისი დადგენილება მიმდინარე წლის 15 თებერვლას გამოქვეყნდა. ახალი სააგენტო ეროვნული საშენი მეურნეობის რეორგანიზაციის შემდეგ, მისი უფლებამონაცვლე იქნება.

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა. სამინისტრომ ახალი სააგენტოს დებულებაც უნდა შეიმუშავოს და დანიშნოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

მთავრობის დადგენილების თანახმად, რეორგანიზაცია 2019 წლის პირველ აპრილამდე უნდა დასრულდეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0