Le Point: პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უპატრონო ძაღლი შეიფარა

© Sputnik / Vladimir Umikashviliპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფოს მეთაურმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ ამჯობინა საკუთარი სახლი რეზიდენციას

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ჰყავს ძაღლი – გომბორა, რომელიც მან წინასაარჩევნო კამპანიის დროს ქუჩიდან აიყვანა. ამაზე ქვეყნის პრეზიდენტი ჟურნალ Le Point–ის კორესპონდენტს ოლივიე პერუს ესაუბრა.

პრეზიდენტთან საუბრისთვის პერუ ზურაბიშვილს სახლში, ძველ თბილისში ესტუმრა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ზურაბიშვილმა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს მტკიცე წინააღმდეგობა გაუწია, რათა საკუთარ სახლში დარჩენილიყო საცხოვრებლად.

„აქ რომ დავრჩენილიყავი, უსაფრთხოების სამსახურს მტკიცე წინააღმდეგობა გავუწიე. სასახლის გარეთ ცხოვრება ჩემთვის ერთგვარი გზაა, ახლოს ვიყო ქართველებთან, ამასთან, რა მნიშვნელობა აქვს, პრეზიდენტი ვარ თუ არა, აქ სახლში ვგრძნობ თავს“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
„საქართველოს მეთაურად ფრანგი ქალი აირჩიეს": ზურაბიშვილი - ტოპ-თემა მსოფლიო მასმედიაში

პრეზიდენტმა უარი თქვა ავლაბრის სასახლეში მუშაობაზე და ათონელის ქიჩაზე მოკრძალებულ რეზიდენციაში მუშაობა ამჯობინა.

ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის ავლაბრის რეზიდენციას. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს სასახლე კარგი იქნება მაღალი დონის სტუმრების მისაღებად. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ყოფილ რეზიდენციაში, შესაძლოა, ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმი განთავსდეს. ასევე არის ვერსია, რომ აქ შეიძლება გადავიდეს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც ამჟამად ბათუმში მუშაობს. ერთ–ერთი ვარიანტია ასევე პრივატიზაცია.

ყველა ახალი ამბავი
0