ამორალური ქცევის ბიძგი თუ დისკრიმინაციის აკრძალვა: კვიციანი VS ტერმინი „სექსორიენტაცია"

© Sputnik / Alexander Imedashviliემზარ კვიციანი
ემზარ კვიციანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან" მიიჩნევენ, რომ კანონებში ტერმინები "სექსუალური ორიენტაცია" და "გენდერული იდენტობა" ამორალურ საქციელს აძლევს ბიძგს.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. პარლამენტის დეპუტატმა ოპოზიციური პარტიიდან „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ემზარ კვიციანმა და „საქართველოს დემოგრაფიული „საზოგადოება 21"-ის დირექტორმა ზვიად ტომარაძემ კანონმდებლობიდან, მათ შორის კანონიდან დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ, ტერმინების „სექსუალური ორიენტაცია" და „გენდერული იდენტობა" ამოღება მოითხოვეს.

პარლამენტში რვა კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი შევიდა.

პარლამენტში - Sputnik საქართველო
ინაშვილი VS მელია: პარლამენტის დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

„საკანონმდებლო სივრცეში ტერმინების „სექსუალური ორიენტაცია" და „გენდერული იდენტობა" ასახვით დაირღვა ზნეობრივი ნორმები. საქართველოს კონსტიტუცია ისედაც იცავს ყველა მოქალაქის თანაბარუფლებიანობას. ასეთი სამართლებრივი მიდგომა არა თუ არ იცავს, არამედ დამანგრეველია ოჯახისა და საზოგადოების მორალისთვის", – ნათქვამია კანონში "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" შესწორებების განმარტებით ბარათში.

შესწორებების ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ ტერმინების არსებობა საკანონმდებლო სივრცეში ეწინააღმდეგება ძირითად რელიგიურ ფასეულობებს, ოჯახის ინსტიტუტსა და საზოგადოების მორალურ და სულიერ საფუძვლებს.

კანონპროექტის პაკეტი უკვე განიხილეს ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, მაგრამ კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა არ გამართულა.

კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოში 2014 წელს მიიღეს. მას მხარი დაუჭირეს როგორც პარტია „ქართული ოცნების", ისე „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა.

ყველა ახალი ამბავი
0