12:17 24 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
კახაბერ მახათაძე

„ქართული ოცნების“ რომელ პირთან უთანხმოებამ შეიწირა ზესტაფონის მერი კახა მახათაძე

© photo: Kakhaber Makhatadze / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს რეგიონები -2018 (451)
155 0 0

ზესტაფონის მერის თანამდებობიდან წასვლის მიზეზად მმართველ გუნდთან არსებულ უთანხმოებას ასახელებენ.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე დაკავებულ თანამდებობას ტოვებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi ზესტაფონის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ეკა დუგლაძის განცხადებაზე დაყრდნობით.

დუგლაძის ინფორმაციით, მახათაძე პოსტს საკუთარი სურვილით ტოვებს და ის განცხადებას, სავარაუდოდ, დღეს დაწერს. მის მოვალეობას მისი მოადგილე დავით ჩირგაძე შეასრულებს.

ზესტაფონის მერის თანამდებობიდან წასვლის მიზეზად მმართველ გუნდთან არსებულ უთანხმოებას ასახელებენ. თავად კახაბერ მახათაძე კი მასმედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

„მერმა გადაწყვიტა, რომ განცხადება დაწეროს და წავიდეს. ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო და, როგორც ამბობს, არ შეცვლის. ჩანს „ოცნების" გუნდმა გადაწყვიტა, ქვეყანა თავისებურად „დაალაგოს“ და ამ გუნდში არ აღმოჩნდა ისეთი ღირსეული ადამიანის ადგილი, როგორიც კახაბერ მახათაძეა. ის არ დაეთანხმა მიმდინარე პროცესებს და მიიღო ეს გადაწყვეტილება", – განაცხადა ეკა დუგლაძემ.

თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა ასევე ვიცე-მერმა ელგუჯა კვეტენაძემ.

კახაბერ მახათაძე მერის თანამდებობას 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იკავებს.

ზესტაფონში მერის გადადგომას რამდენიმე თვეა, რაც ითხოვენ. კახაბერ მახათაძის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მერიის შენობაში გასული წლის სექტემბერში დაიწყო. თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა მჯდომარე აქცია გამართეს, მოგვიანებით კი მერიის შენობაში შევიდნენ და მერის მისაღები დაიკავეს. ისინი ზესტაფონის მერს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებდნენ.

 

თემები:
საქართველოს რეგიონები -2018 (451)

მთავარი თემები