05:56 22 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2583
  • 100 RUB4.4507
  • USD2.9354
კიევი

საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში გამგზავრებას ID-ბარათებით შეძლებენ

© Sputnik / STRINGER
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა–2018 (363)
56 0 0

ID–ბარათით საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ. საქართველო–თურქეთის საზღვრის გამარტივებული წესით გადაკვეთა 2011 წლიდან შეიძლება.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. 1 მარტიდან ძალაში შედის უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის შეთანხმება, რომლის თანახმად, ამ ქვეყნების მოქალაქეები საქართველო–უკრაინის საზღვრის გადაკვეთას ID–ბარათებით შეძლებენ, ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook-გვერდზე.

რა შესთავაზა გროისმანმა საქართველოს>>>

ID-ბარათი – ელექტრონული მაღალტექნოლოგიური პირადობის მოწმობაა, რომელიც მაქსიმალურადაა დაცული გაყალბებისგან.

საქართველოს და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა მამუკა ბახტაძემ და ვლადიმირ გროისმანმა გასული წლის 5 ოქტომბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას ვიზისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ.

საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის ორივე ქვეყანაში გამგზავრებისთვის საზღვარგარეთის პასპორტების გაუქმების იდეა უკრაინის პრემიერმა თბილისში სტუმრობისას, 2017 წლის ნოემბერში წამოაყენა.

პირადობის ახალი მოწმობები საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა. მისი საშუალებით შესაძლებელია ადამიანის დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით იდენტიფიცირება, საქართველოში იურიდიული ძალის მქონე ელექტრონულ დოკუმენტებზე ციფრული ხელმოწერის გაკეთება.

ID-ბარათით საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ. საქართველო–თურქეთის საზღვრის გამარტივებული წესით გადაკვეთა 2011 წლიდან შეიძლება.

 

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა–2018 (363)

მთავარი თემები