მინისტრი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მომავალი ფონდის შესახებ ესაუბრა

© MFA of Georgia / FB დავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს დახმარებას, მათ შორის, ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ-ში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს დიასპორასთან დაკავშირებული ინიციატივები, რეფორმები და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წარმატებები გააცნო, ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უცხოეთში საკვირაო სკოლებისთვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა>>>

შეხვედრა ვაშინგტონში შედგა, სადაც ზალკალიანი 4 თებერვალს გაემგზავრა. ვიზიტი 9 თებერვალს დასრულდება.

მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო დიასპორის წარმომადგენლების პროექტების დასაფინანსებლად ფონდის დაარსების ინიციატივა, რაც ხელს შეუწყობს უცხოეთში ქართული დიასპორის პოზიციების გაძლიერებას, ქვეყნის პოპულარიზაციასა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას. 

საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები - Sputnik საქართველო
საქართველო აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობას 2019 წელს შეუდგება 

ქართული დიასპორისთვის ასევე შეიქმნება სპეციალური ვებ-გვერდი, რომლითაც ემიგრანტებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ზოგიერთი სახელმწიფო სერვისით, ასევე მიიღონ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, იგი კმაყოფილია აშშ-ში საქართველოს საელჩოსა და ქართული დიასპორის თანამშრომლობით. მან შეკრებილთ მადლობა გადაუხადა შეხვედრაში მონაწილეობისთვის და სამომავლო კომუნიკაციისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ქართული დიასპორის მხარდაჭერის მიზნით მრავალ პროგრამას ახორციელებს. მათ შორისაა ქართული ენის ონლაინ-შესწავლა, საქართველოში ბავშვების დასვენება, ქართული განყოფილებებისა და ბიბლიოთეკების გახსნა.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში და ასევე შეხვდა სენატორ დევიდ პერდუეს.

ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა სენატორს მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის და აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ინიციატივებისთვის. პერდუემ, თავის მხრივ, მაღალი შეფასება მისცა საქართველოში ეკონომიკურ რეფორმებს და რეგიონში ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გამართა შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან უეს მიტჩელთან.

 

ყველა ახალი ამბავი
0