საქართველოს პარლამენტი თბილისში მუშაობას 5 თებერვალს განაახლებს

გამოწერა
საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარმოადგენს.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სამშაბათს, 5 თებერვალს გაიხსნება, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტი თბილისში „ბრუნდება"

საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომები 2018 წლის 27 დეკემბრიდან – ზამთრის სესიის დასრულების მომენტიდან არ გამართულა.

საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან, სადაც 2012 წლიდან მუშაობდა, თბილისში დაბრუნდა.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ახალი რეგლამენტის თანახმად, პლენარულ სხდომაზე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს", – ნათქვამია განცხადებაში.

საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს, 28 ივნისს დაასრულებს მუშაობას.

 

ყველა ახალი ამბავი
0