ვენესუელის სცენარი საქართველოსთვის: რა ჩაიფიქრა სააკაშვილმა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტი სააკაშვილის განცხადებას პიარ-აქციად და საქართველოსთვის თავისი თავის შეხსენების მცდელობად მიიჩნევს.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ხელისუფლების 72 საათში შეცვლას აპირებს.

მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა 2013 წლის ნოემბერში, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილების ძალაში შესვლის დღეებში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ის შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია გამოცხადებული, ასევე დაწყებულია პროცედურები, რათა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.

„იმ წუთში, როცა მე ჩავთვლი, რომ საქართველოს აქტიური ნაწილი და ოპოზიცია მზად არის უზრუნველყოს ჩემი 72-საათიანი თავისუფალი გადაადგილება საქართველოში, მე გავჩნდები საქართველოში. ეს არის სცენარი მშვიდობიანი გზით მათი (ხელისუფლების) მოშორების", – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

როგორც მან აღნიშნა, იგი ყოფილ პრემიერს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ებრძვის.

„როდესაც გიჟებმა საგიჟეთში ჩაკეტეს ექიმები, საქართველოს ხელისუფლება მაგას მაგონებს, თამაშობენ ექიმობანას. ახლა მთავარია ამ გიჟების განეიტრალება ტრაგედიების გარეშე, მსხვერპლის გარეშე და ძალადობის გარეშე", – განაცხადა ექს-პრეზიდენტმა.

მიშა სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი: გირგვლიანის ისტორია იყო ძალიან ტრაგიკული

სააკაშვილმა თავის მომხრეებს მოუწოდა, 10 თებერვალს ქართველების მსოფლიო კონგრესი ჩაატარონ.

ამასთან, სააკაშვილი ვენესუელის ოპოზიციის ლიდერების გამოცდილების გაზიარებას აპირებს, რომლებიც, მისი თქმით, წლობით მუშაობდნენ მრავალ ქვეყანაში, რათა ვენესუელაში რეჟიმი შეეცვალათ.

პუბლიცისტმა არნო ხიდირბეგიშვილმა რადიო Sputnik-ის ეთერში განაცხადა, რომ სააკაშვილი ცდილობს საზოგადოებას თავისი თავი შეახსენოს.

ზურაბიშვილი სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებას არ აპირებს>>>

„ეს სააკაშვილის პიარია. მთელი მისი სიტყვა სპექტაკლი იყო. ის ყველამ დაივიწყა და ცდილობს, რომ თავისი თავი ყველას გაახსენოს. ქულებს იწერს. მაგალითად, ფრაზა, რომ საქართველოში ათი მილიარდის ინვესტიციების შემოტანა შეუძლია. ეს, უბრალოდ, მოსახლეობის უპატივცემულობა და მოსახლეობის მოსყიდვაა. სააკაშვილმა დაასახელა თანხა, რომელიც დაახლოებით ორჯერ აღემატება ივანიშვილის ქონებას", – განაცხადა ხიდირბეგიშვილმა.

ექსპერტის აზრით, სააკაშვილს დაბრუნება არ შეუძლია, რადგან ის ბრალდებულია.

„სპექტაკლი, რომელიც მან Rustavi2-ის ხელმძღვანელობასთან ერთად მოაწყო, მოსახლეობის დაბალ, პოლიტიკურად გაუნათლებელ ფენაზეა გათვლილი და ეს გაკეთდა საარჩევნო კამპანიის წინა პერიოდში, რომელიც მათ უკვე დაიწყეს, სანამ მმართველი პარტია აჭიანურებს და შიდა გარჩევებით არის დაკავებული", – განაცხადა ექსპერტმა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის ოქტომბერში გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0