რაზე შეთანხმდა ლიეტუვაში მამუკა ბახტაძე

© Government of Georgia / FBლიეტუვას პრემიერ-მინისტრი საულუს სკვერნელისი და მისი ქართველ კოლეგა მამუკა ბახტაძე ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე
ლიეტუვას პრემიერ-მინისტრი საულუს სკვერნელისი და მისი  ქართველ კოლეგა მამუკა ბახტაძე ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო და ლიეტუვა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას გეგმავენ.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოსა და ლიეტუვას შორის ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გააქტიურდება, განაცხადა ლიეტუვას პრემიერ-მინისტრმა საულიუს სკვერნელისმა ქართველ კოლეგასთან მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც ლიეტუვას დედაქალაქში ორშაბათს გაიმართა, ნათქვამია საქართველოს პრემიერის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

მამუკა ბახტაძე ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის პრემიერებმა გამართეს მოლაპარაკებები როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში, შემდეგ კი ბახტაძემ და სკვერნელისმა საინფორმაციო საშუალებებისთვის განცხადება გააკეთეს.

სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება პირველმა ლიეტუვის პრეზიდენტმა მიულოცა >>

ლიეტუვის პრემიერის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სამაგალითოა.

„ვფიქრობთ, შესაძლებელია, კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ ეკონომიკური თანამშრომლობა. ვისაუბრეთ, რომ ლიეტუვას შეუძლია იამაყოს შესანიშნავი „სტარტაპებით", რომელთა მოცულობა უკანასკნელ წლებში 5-ჯერ გაიზარდა. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე მოვიზიდეთ 183 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია და იმედი მაქვს, ამ სფეროშიც გამოჩნდება ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა სკვერნელისმა.

ბახტაძის თქმით, ლიეტუვა „სტარტაპების“ შექმნის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფოა.

„საქართველო იწყებს პირველ ნაბიჯებს ამ მიმართულებით და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ გაგვიზიაროს გამოცდილება ამ თვალსაზრისით“, – აღნიშნა ბახტაძემ.

ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელება მკვიდრდება - Sputnik საქართველო
საპასუხო ჟესტი: ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელება მკვიდრდება

ბახტაძემ ასევე აღნიშნა, რომ ღრმავდება ხალხთაშორისი და კულტურული კავშირები, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის.

„სულ უფრო მეტი ქართველი სტუდენტი ირჩევს თქვენ უნივერსიტეტებს სასწავლებლად. ამჟამად თქვენ უმაღლეს სასწავლებლებში 200-მდე ქართველი სტუდენტი სწავლობს, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ლიეტუვის მთავრობის მიერ გამოყოფილი სახელმწიფო სტიპენდიებით. ამისთვის მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ლიუტუვის მთავრობას“, – განაცხადა ბახტაძემ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბახტაძე ასევე ლიეტუვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ლიეტუვის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს. ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები.

საქართველომ და ლიეტუვამ დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 16 სექტემბერს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სფეროებში.

ქართულ ენაში 2018 წლის მაისში ოფიციალურად დამკვიდრდა ლიტვის ავთენტური დასახელება — ლიეტუვა (Lietuva), რაც წარმოადგენს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მხრიდან საპასუხო ჟესტს იმაზე, რომ 3 მაისიდან ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური სახელწოდება დამკვიდრდა. ამგვარად, ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოსთან მიმართებაში სახელწოდება Sakartvelo გამოიყენა.

ყველა ახალი ამბავი
0