უკანონო შემოწირულობები: „ქართულ ოცნებას“ და პრეზიდენტს ჯარიმა ემუქრება

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების“ ოფისი
„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელწმიფო აუდიტის სამსახურმა მმართველი პარტიის და პრეზიდენტის დაჯარიმების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებისთვის 199,2 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა ემუქრება, იუწყება პირველი არხი.

ზურაბიშვილისადმი სიძულვილის ენის გამოყენების გამო გვარამიას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს >>

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოსტზე კენჭი როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა იყარა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მას აქტიურად უჭერდა მხარს მმართველი პარტია. ზურაბიშვილმა არჩევნები მეორე ტურში, 28 ნოემბერს მოიგო.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოში ცილისწამება, შესაძლოა, კანონის დონეზე დასჯადი გახდეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასამართლოს სოციალურ ქსელებში „ქართული ოცნების“ მიერ განთავსებული 99,6 ათასი ლარის ღირებულების ზურაბიშვილის მხარდამჭერი სააგიტაციო პოსტების გამო მიმართა. უკანონო დაფინანსების დადასტურების შემთხვევაში მმართველ პარტიას ამ თანხის ორმაგი ოდენობის ჯარიმა ემუქრება.

გარდა ამისა, ჯარიმა თავად სალომე ზურაბიშვილსაც ემუქრება. ამ შემთხვევაში საუბარია მოძრაობა „არა ნაციზმს“ და მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ მიერ მის სასარგებლოდ განხორციელებულ აგიტაციას. ეს ორგანიზაციები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდნენ.

იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილი „შერიგების პრეზიდენტი“ >>

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ოფისის იჯარის, ამომრჩეველთა ტრანსპორტირების და ამ ორგანიზაციების სხვა ღონისძიებების ხარჯები ზურაბიშვილის სასარგებლოდ განხორციელებულ უკანონო შემოწირულობად მიიჩნია. საუბარია 33,8 ათას ლარზე.

უკანონო შემოწირულობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში ზურაბიშვილს ამ თანხის ორმაგი ოდენობის ჯარიმა ემუქრება.

ზურაბიშვილს არჩევნებზე ამომრჩეველთა 59,52%-მა მისცა. მეორე ტურში მისი კონკურენტი იყო ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გრიგოლ ვაშაძე.

ყველა ახალი ამბავი
0