ზურაბიშვილი: ამ დროშის ქვეშ დგას ყველაფერი ის, რაც ჩვენთვის არის ღირებული

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoev / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, 14 იანვარს ფანჯრებიდან, აივნებიდან, ღობეებიდან ან საკუთარი სახლებიდან ქართული დროშა გადმოფინონ.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ორბელიანის სასახლეზე, სადაც ახლა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაა განთავსებული, პირველად აღიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა.

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

საქართველოში ქართული დროშის დღე 14 იანვარს აღინიშნება. ამჟამინდელი სახელმწიფო ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაამტკიცეს. იმავე დღეს აღმართეს ის პარლამენტის შენობის თავზე და ჩამოხსნეს პირველი ქართული რესპუბლიკის შინდისფერი დროშა თეთრი და შავი ზოლებით, ხოლო ეს თარიღი სახელმწიფო დროშის დღედ გამოაცხადეს.

„ამ დროშის ქვეშ დაგვაქვს ჩვენი კულტურა, რომელიც არის ჩვენი საგანძური და რომელსაც უნდა ვუფრთხილდებოდეთ, არანაკლებად, ვიდრე დროშას. ამ დროშის ქვეშ დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მისი თავისუფლება და ყველაფერი ის, რაც ჩვენთვის არის ღირებული", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სხვადასხვა წყაროში ქართული დროშა მე-12 საუკუნიდან ძირითადად თეთრ-წითელ ფერებში არის მოხსენებული. ქართული თეთრი დროშა წითელი ჯვრებით შეტანილია მე-14 საუკუნის „მსოფლიო ატლასში", რომელიც ფრანცისკანელმა ბერმა (მისი სახელი უცნობია) შეადგინა. ასეთივე დროშა იყო გამოსახული იმ წლების იტალიურ და ესპანურ რუკებზე.

ძველი დროშის აღდგენა 1992 წელს გადაწყვიტეს. საქართველოს ჰერალდიკის ასოციაციამ ამ დროშის ვარიანტი შეიმუშავა რამდენიმე ცვლილებით. ტრადიციული პირდაპირი ჯვრების ნაცვლად გამოყენებული იყო „ბოლნისის ჯვრები". პროექტი სახელმწიფო სიმბოლიკის კომისიამ განიხილა, მაგრამ გადაწყვეტილება არ მიუღია.

2003 წელს პოლიტიკურმა ოპოზიციამ, რომელიც მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ გამოდიოდა, სწორედ ამ დროშას დაუჭირა მხარი. პარტიული დროშის სახით ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიმბოლო გახდა.

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, 14 იანვარს ფანჯრებიდან, აივნებიდან, ღობეებიდან ან საკუთარი სახლებისა და ავტომობილების სახურავებიდან ქართული დროშა გადმოფინონ.

 

ყველა ახალი ამბავი
0