19:48 23 მარტი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0327
  • 100 RUB4.1751
  • USD2.6821
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოში ცილისწამება, შესაძლოა, კანონის დონეზე დასჯადი გახდეს

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პარლამენტი (90)
10640

საქართველოს პრეზიდენტს აშფოთებს სოციალური ქსელების მომხმარებლების დაუსჯელობა, რომლებიც სხვა ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებენ

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი განიხილავს მედიასა და სოციალურ ქსელებში ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონის მიღების მიზანშეწონილობას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემю

იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილი „შერიგების პრეზიდენტი“ >>

შესაბამისი იდეა გუშინ გაახმოვანა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

„პრაქტიკულად, ძალიან ცოტა არის ქვეყანა, რომელიც არ განიცდის იგივე სიტუაციას და ცილისწამების გამძაფრებას, რადგან ეს ყველაფერი ადვილია. თუნდაც სოციალური ქსელები, ყველაფერი ეს ქმნის ისეთ ფონს, სადაც პასუხისმგებლობის განცდა ნაკლებია. მხოლოდ მედიაზე როცა იყო საუბარი, მედიას აქვს თავისი წესები, ქცევის წესი და ამდენად, უფრო დაცულია მოქალაქე. როცა საქმე გვაქვს სოციალურ ქსელთან, რომელიც ზოგჯერ არის ანონიმური, ზოგჯერ არის სხვა ქვეყნის მიერ მართული და ძალიან ბევრი პროცესი მიმდინარეობს, მიმაჩნია, საჭიროა, ამ კუთხით ვიფიქროთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საჭიროა მიღებულ იქნეს ახალი კანონი, რომელიც ადამიანის ღირსების დაცვას და სიტყვის თავისუფლებას გააერთიანებს.

ეს იდეა მოეწონა პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს.

„აქ საუბარია იდეის დონეზე, იმაზე რომ პრობლემას სჭირდება ანალიზი. პრობლემა არის სახეზე. ხომ ყველა ვხედავთ ამ პრობლემას, აქ საუბარია არამარტო ცილისწამებაზე, არამედ მძიმე ფორმით შეურაცხყოფაზე, რაც ისმის ყოველდღიურად როგორც სატელევიზიო სივრცეში, სოციალური ქსელებით, ასევე სხვა ფორმით“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ახალი კანონის მიღების იდეა სერიოზულ განხილვას მოითხოვს.

სასამართლომ ზურაბიშვილისთვის მუქარის შემცველი შეტყობინებების ავტორს სასჯელი შეუფარდა >>

„უნდა ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე, ბილწსიტყვაობის, შეურაცხყოფის, ცილისწამების პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში თუ რაიმე ზომის მიღება არის შესაძლებელი, ეს ზომები უნდა მივიღოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას „ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა“ უწოდა.

საქართველოში თავისუფალი ინტერნეტია. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია სრულიად დაუსჯელად გამოხატოს საკუთარი თვალსაზრისი, რა თქმა უნდა, თუ საუბარი არ ეხება ძალადობისკენ მოწოდებას.

თემები:
საქართველოს პარლამენტი (90)

მთავარი თემები