იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილი „შერიგების პრეზიდენტი“

© Sputnik / Vladimir Umikashviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს ჩაერიოს მმართველი გუნდის წევრების შერიგების საქმეში, რათა დაპირისპირება კიდევ მეტად არ გაღრმავდეს.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ ამჟამად მიმდინარე პოლიტიკური დისკუსიები თუ დებატები არ გარდაიქმნება რაიმე უფრო ღრმა დაპირისპირებად. 

Саломе Зурабишвили - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილმა „ქართუ ბანკს“ 1 მილიონი ლარი დაუბრუნა

ამგვარი პასუხი გასცა მან ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა შესაძლებელი, პოლიტიკური პროცესები იქამდე მივიდეს, რომ ეკა ბესელია და „ქართული ოცნების“ რამდენიმე ძველი სახე გუნდის გარეთ დარჩეს.

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში თავის პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

„როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, საქმიანობა იმ იმედით დავიწყე, რომ ვიქნებოდი ერთგვარი შერიგების პრეზიდენტი. იმედი მაქვს, შერიგება, რომელიც სხვანაირად მქონდა წარმოდგენილი, ასევე გავრცელდება მმართველ გუნდზე და დღევანდელი პოლიტიკური დისკუსიები თუ დებატები არ გარდაიქმნება რაიმე უფრო ღრმა დაპირისპირებად“.

პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს ჩაერიოს მმართველი გუნდის წევრების შერიგების საქმეში, რათა დაპირისპირება კიდევ მეტად არ გაღრმავდეს.

„ არ ჩავერევი, რათა არ გავაღრმავო დისკუსიები. არ შეიძლება, ამაში ვიყო ჩართული, მაგრამ ვფიქრობ, ნორმალურია, რომ თუნდაც მმართველ გუნდში თუ ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებაში იყოს ამ ტიპის დისკუსიები...  ვიმედოვნებ, რომ ეს არ გადაიზრდება უფრო მძაფრ დაპირისპირებაში, რომელიც ამ ქვეყანას არ სჭირდება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც ეკა ბესელიამ დემონსტრაციულად დატოვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი, უმრავლესობის წევრებს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაფუჭდა. ბესელიამ პოსტის დატოვების მიზეზად ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურის დაჩქარება დაასახელა, რაც გაუგებარი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის. მისი თქმით, ეკა ბესელიასთვის პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობის შეთავაზებას აპირებდნენ. ამასობაში ეკა ბესელიამ უკვე მოძებნა რამდენიმე თანამოაზრე მმართველი პარტიის შიგნით და გამორიცხულოი არ არის, რომ საკუთარი ფრაქცია შექმნას პარლამენტში.

 

ყველა ახალი ამბავი
0