საქართველომ დემოკრატიის ინდექსში პოზიციები დაკარგა

© photo: Sputnikმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო რეგიონში დემოკრატიის დონით ლიდერობას ინარჩუნებს

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საქართველომ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად, დემოკრატიის ინდექსში სერიოზულად დაკარგა პოზიციები.

„მსოფლიოს ქვეყნების დემოკრატიის ინდექსი" (The Democracy Index) - გლობალური კვლევა და მისი თანმდევი მსოფლიოს ქვეყნების რეიტინგი დემოკრატიის დონის მაჩვენებლების მიხედვით, შედგენილია ბრიტანული კვლევითი ცენტრის The Economist Intelligence Unit მეთოდიკით.

ინდექსის მონაცემებით, საქართველომ 2018 წელს 5,5 ქულა მიიღო დემოკრატიის დონით და 189 ქვეყანას შორის 89-ე ადგილი დაიკავა. საქართველო რჩება ლიდერი რეიტინგში მეზობელ ქვეყნებს შორის, მაგრამ ეს ყველაზე დაბალი ქულებია, რომელიც ქვეყანამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მიიღო. გასულ წელს მას 5,93 ქულა ჰქონდა და 78-ე ადგილს იკავებდა.

თბილისი - Sputnik საქართველო
სამოთხე ინვესტორებისთვის: საქართველოს პოზიცია კონკურენტუნარიანობის რეიტინგში გაუმჯობესდა

The Economist Intelligence Unit-მა საქართველოს რეიტინგის დაცემის მიზეზად მმართველი პარტიის ლიდერის, ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მუშაობაზე ზეგავლენა დაასახელა.

„ივანიშვილის გავლენით მთავრობა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ჩაერია შესთავაზა რა არჩევნების პირველი ტურიდან ორ კვირაში 600 ათას მოქალაქეს ვალის ჩამოწერა. ეს აგიტაციური უპირატესობა გახდა ოპოზიციის წინაშე", - აღნიშნავენ რეიტინგის შემდგენლები.

რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს, სომხეთმა დაიკავა 103-ე ადგილი, თურქეთმა - 110-ე, რუსეთმა - 144-ე და აზერბაიჯანმა - 149-ე.

რეიტინგში ლიდერობენ ქვეყნები: ნორვეგია, ისლანდია, ახალი ზელანდია და დანია. ყველაზე ცუდი მდგომარეობაა დემოკრატიის მხრივ ჩადში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ კორეაში.

ყველა ახალი ამბავი
0