„განსაკუთრებული და მძიმე წელი“ – პრეზიდენტ ზურაბიშვილის პირველი საახალწლო მილოცვა

© photo: Administration of President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ყველა მოქალაქეს ახალი წელი მიულოცა

თბილისის, 1 იანვარი – Sputnik. 2018 წელი იყო ერთდროულად მძიმე განსაცდელისა და დიდი სიხარულის წელი, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის საახალწლო მიმართვაში.

ზურაბიშვილმა მოქალაქეებს ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიიდან მიმართა.

„ნდობისა და მხარდაჭერისთვის თქვენი მადლობელი ვარ. ყველა გამოცდას თან ახლავს ცხოვრებისეული გაკვეთილი. იმისათვის, რომ ხვალ ვინც ამ გზას დაადგება, აღარ შეეხოს შეურაცხყოფა, ცილისწამება, სიძულვილის ენა, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ კანონიც და ერთდროულად სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი - Sputnik საქართველო
„მოთმინება და სიყვარული“ – ილია მეორემ საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა

მან აღნიშნა, რომ გასული წელი მძიმე იყო, რადგან ბევრი ახალგაზრდა ნარკოტიკების გამო დიაღუპა. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მომავალ თაობას კარგი მაგალითები სჭირდება.

„2018 წელს ქართველი სპორტსმენების არნახული გამარჯვებები წარმატებისა და ჯანსაღი ცხოვრების ბრწყინვალე გზას გვიჩვენებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან დასძინა, რომ გასული წელი წარმატებული იყო საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის, რადგან მათ ორმაგი მოქალაქეობის უფლება მიიღეს.

 „ვულოცავ ახალ წელს თითოეულ მოქალაქეს თბილისში, საქართველოს ყველა მხარესა და სოფელში. ვულოცავ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. ვულოცავ მოგზაურებს, ვულოცავ ჯარისკაცებს და პოლიციელებს, რომლებიც ამ ღამესაც ჩვენს მშვიდობასა და წესრიგს იცავენ. ვულოცავ შორეულ მალისა და ავღანეთის მძიმე პირობებში გამწესებულ ჩვენს ჯარისკაცებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე მიულოცა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებს, რომელ ტერიტორიებსაც ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.

ყველა ახალი ამბავი
0