საქართველოს საგარეო უწყება ინდონეზიას სამძიმარს უცხადებს

© photo: AFP 2020 / HADI SUTRISNOსტიქიური უბედურება ინდონეზიაში
სტიქიური უბედურება ინდონეზიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 281-მდე გაიზარდა.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად ასობით ადამიანის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დამანგრეველი ცუნამის შედეგები, ინდონეზია - Sputnik საქართველო
ცუნამი ინდონეზიაში: დაღუპულია 60-ზე მეტი ადამიანი

ცუნამის მსხვერპლი, რომელიც ინდონეზიის სანაპიროს შაბათს დაატყდა თავს, ოფიციალური მონაცემებით 281 ადამიანია, 57 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სტიქიური უბედურების შედეგად 3 ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა, ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სტიქიის ზონაში ამ დრომდე გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები და მოსახლეობის ევაკუაცია.

„სამინისტრო სამძიმარს და თანადგომას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. ინდონეზიისთვის ამ მძიმე ჟამს სამინისტრო სიმტკიცეს და ერთსულოვნებას უსურვებს ინდონეზიის მთავრობას და მოსახლეობას", – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ადგილობრივი მასმედიის ცნობით, ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ, რომელმაც კუნძულ იავაზე სტიქიური უბედურების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული რაიონები მოინახულა, მოსახლეობა შესაძლო ახალი ცუნამის შესახებ გააფრთხილა და ადგილობრივ ხელისუფლებას ახალი მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0