დონალდ ტრამპმა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

© AP Photo / Pablo Martinez Monsivaisდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დონალდ ტრამპმა  გამოხატა მადლიერება საქართველოს მიერ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სამეფო მილოცვები: ელისაბედ მეორე და კარლ XVI ზურაბიშვილს წარმატებებს უსურვებენ

„ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, კეთილდღეობასა და დემოკრატიულ განვითარებას, ასევე საქართველოს მეტ ინტეგრაციას დასავლეთთან. მე ველოდები აშშ-ისა და საქართველოს ახლო პარტნიორობის გაგრძელებას სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას“, - აღნიშნულია აშშ-ს პრეზიდენტის წერილში.

დონალდ ტრამპმა ასევე  გამოხატა მადლიერება საქართველოს მიერ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის და ქართველი სამხედროების მიერ გაღებული მსხვერპლისთვის.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება 28 ნოემბერს გამართულ არჩევნების მეორე ტურში, მოიპოვა, მან ამომრჩევლების ხმების 59,52% მიიღო.

საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია კვირას, 16 დეკემბერს თელავში გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0