სად ჩავა საქართველოს მეხუთე პრეზდენტი პირველი ოფიციალური ვიზიტით

© Sputnik / Vladimir Umikashviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილი დღეს ათონელის რეზიდენციაში უფლებამოსილებების განხორციელებას შეუდგა

თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში თებერვალში ჩავა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
„ბედნიერი ვარ“ – ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რეზიდენცია დაათვალიერა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ლაშა ჟვანიას განაცხადებით, სალომე ზურაბიშვილის პირველი საერთაშორისო დონის ვიზიტი პრემიერ-მინისტრთან ერთად შედგება.

ვიზიტის ფარგლებში ისინი უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრებიან.

სალომე ზურაბიშვილი დღეს ათონელის რეზიდენციაში უფლებამოსილებების განხორციელებას შეუდგა.

საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია კვირას, 16 დეკემბერს თელავში გაიმართა.

ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტმა პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი და ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს მისი მოადგილე ლაშა ჟვანია ადმინისტრაციის უფროსად, ხოლო ადვოკატი დიმიტრი გაბუნია საპარლამენტო მდივნად დანიშნა.

ყველა ახალი ამბავი
0