თბილისში „ამბასადორიალი 2018" გაიხსნა

© photo: MFA of Georgia / FBდავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები თბილისში ისეთ გლობალური მასშტაბის საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები, ეკონომიკური დიპლომატიის ძირითადი მიმართულებები და ა.შ.

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. თბილისში სამშაბათს უცხოეთში საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრა „ამბასადორიალი 2018" დაიწყო.

ამბასადორიალი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გახსნა, 17-21 დეკემბრის პერიოდში გაიმართება.

„დღეს ვიწყებთ ელჩების კონფერენციას, რომელიც წელს პირველად ახალი ფორმატით ჩატარდება და ბევრი სიახლე გვექნება. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო და მთლიანად რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, მნიშვნელოვანია, რომ ელჩების კონფერენციაც პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რომლებიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის. ბუნებრივია, ვისაუბრებთ ყველა ძირითად მიმართულებაზე და ყველა აქტუალურ საკითხზე", – განაცხადა ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას.

ტაუერის ხიდი ლონდონში - Sputnik საქართველო
საქართველო ლონდონსა და სტრასბურგში საელჩოების შენობებს შეიძენს

როგორც მინისტრმა აღნიშნა, წელს ღონისძიების ფარგლებში თემატური განხილვები მოეწყობა – მოხდება ისეთი გლობალური მასშტაბის საკითხების განხილვა, როგორიცაა რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები, ეკონომიკური დიპლომატიის ძირითადი მიმართულებები და ა.შ. მისი სიტყვებით, საქართველოსთვის კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

„წელს ელჩების კონფერენციის მთავარი ლაიტმოტივი იქნება თავისუფლება, კეთილდღეობა და განვითარება, რაც საქართველოს მთავრობის ძირითადი ლოზუნგია და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა აღვასრულოთ ეს პროგრამა, ქართული დიპლომატიაც სწორედ ამ მიმართულებით იქნება ფოკუსირებული", – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ღონისძიებაზე შეკრებილთა წინაშე სიტყვით გამოვიდა საქართველოს მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის წევრები, დეპუტატები, სასამართლო ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ასევე თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები.

 

ყველა ახალი ამბავი
0