დრო მოვიდა: ექს-პრემიერმა კვირიკაშვილმა მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა იწურება. 16 დეკემბერს საქართველოს ახლად არჩეული მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„დაუტოვეთ პრეზიდენტს ეს შესაძლებლობა“ - მარგველაშვილმა ხელისუფლებას მიმართა>>>

მარგველაშვილის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა იწურება. 16 დეკემბერს საქართველოს ახლად არჩეული მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურში ხმების 59,52% მოიპოვა, მისმა კონკურენტმა გრიგოლ ვაშაძემ კი, რომელიც კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" დაასახელა – 41,19%.

კახი კახიშვილი - Sputnik საქართველო
კახიშვილი: ინაუგურაციის ჩატარების ადგილი კვლავ უცნობია - განიხილება სამი ქალაქი

„ჩვენ ხშირად გვქონია განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები, თუმცა ამას არასოდეს შეუშლია ხელი, რომ გვეთანამშრომლა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების ირგვლივ ერთიანი პოზიციების შესამუშავებლად. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ ვაღწევდით შეთანხმებას, ამ პროცესში მუდმივად მქონდა განცდა, რომ ინსტიტუციური თანამშრომლობის დადებითი გამოცდილების შექმნის სურვილი იყო ორმხრივი და სახელმწიფო ინტერესის დაცვა იყო ჩვენი საერთო პრიორიტეტი", – დაწერა კვირიკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.

კვირიკაშვილმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) 2017 წლის კვლევები გაავრცელა, რომლის თანახმად, საქართველოში ღარიბების რაოდენობა ბოლო ორ წელიწადში 2,1%-დან 5%-მდე გაიზარდა. UNICEF-ის ექსპერტებმა ამის მიზეზად ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი, უმუშევრობა და სამომხმარებლო ფასების ზრდა დაასახელეს.

ამასთან, კვირიკაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება პარტია „ქართული ოცნების" მმართველ გუნდთან გარკვეულ ფუნდამენტურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობით ახსნა. მისი სიტყვებით, საუბარი ეხებოდა მისი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკას. კვირიკაშვილი მთავრობის სათავეში 2015 წლის დეკემბრიდან ორნახევარი წელი იყო.


ყველა ახალი ამბავი
0