06:03 12 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0286
  • 100 RUB4.0071
  • USD2.6609
 სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა Medevac

ქართული ჯავშანმანქანების შეძენა ინდონეზიასა და საუდის არაბეთს სურს

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს თავდაცვა (135)
15510

საუდის არაბეთს უკვე აქვს ქართული ჯავშანმანქანების ექსპლუატაციის გამოცდილება, როდესაც ორი წლის წინ 100 ერთეული ტექნიკა შეიძინა

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ინდონეზია და საუდის არაბეთი დაინტერესებულნი არიან ქართული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა Medevac-ის შეძენით, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

აღნიშნული განცხადება იზორიამ 2018 წლის მუშაობის შეჯამებისას გააკეთა, როდესაც სტუმრებს ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარების თემაზე ესაუბრებოდა.

„ჩვენ პირველად სწორედ დელტას მიერ წარმოებული ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები მივიღეთ ხმარებაში. ამისთვის 5 მილიონის მობილიზება მოვახდინეთ ბიუჯეტში და ამას მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ. მინდა ასევე ავღნიშნო, რომ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას" მიერ წარმოებული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანების შეძენით საუდის არაბეთი და ინდონეზია არიან დაინტერესებულნი“, - განაცხადა იზორიამ.

ინდონეზიისთვის და საუდის არაბეთისთვის შეიარაღების მიწოდების მოცულობა და ვადები არ სახელდება.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს საუდის არაბეთმა საქართველოში უკვე შეიძინა სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანები. მაშინ კონტრაქტი 100 ერთეული ტექნიკის შეძენას ითვალისწინებდა. გარიგების თანხა 90 მილიონ ლარად შეფასდა.

სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა Medevac გათვლილია რთულ გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებში გადაადგილებაზე, შეუძლია ერთდროულად 4 დაჭრილის გადაყვანა, ამ დროს ის 120 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს და 7,36 მმ კალიბრის ჯავშანსაწინააღმდეგო ტყვიების ნასროლსა და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევების მოხვედრას უძლებს.

თემები:
საქართველოს თავდაცვა (135)

მთავარი თემები