06:01 12 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0286
  • 100 RUB4.0071
  • USD2.6609
ხელბორკილები

უკრაინელების დაკავება თბილისში: უკრაინის ელჩმა პირველი განცხადება გააკეთა

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
231 0 0

უკრაინული მხარე დაარწმუნეს, რომ თბილისში დაკავებული მათი ქვეყნის მოქალაქეების უფლებები არ ირღვევა.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. უკრაინის ხელისუფლება პატივისცემით ეკიდება საქართველოს კანონმდებლობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა.

უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე თბილისში სპეცოპერაციის დროს კვირას დააკავეს. სპეცოპერაცია თბილისის ორ სასტუმროში ჩატარდა. სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს და ამოიღეს „ბერეტას" და „მაკაროვის" სისტემის პისტოლეტები, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს გამოძიების პერიოდში პატიმრობა შეუფარდა.

„კონსული ლუბომირ კოროლი გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეწვია. ის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა და შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მიიღეს. ქართულმა მხარემ დაგვარწმუნა, რომ ყველა საპროცესო მოქმედება კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობს, რომ უკრაინის მოქალაქეების უფლებები არ ირღვევა, მათ ჰყავთ ადვოკატი და აქვთ ყველა საჭირო მომსახურება. ამიტომ ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას", – განაცხადა დოლგოვმა.

ქართულ მასმედიაში გავრცელდა დაკავებულთა გვარები, მათ შორის არიან უკრაინის მოქალაქეები როლანდ მელია, ოლექსანდრ ნოვიკოვი, დმიტრი კურაგინოი, იური კოროსტელოვი, იგორ ორლენკო, სერგეი კლადკო და საქართველოს მოქალაქე ლუკა ჩხეტია.

„კონსული ამ მოქალაქეებს ჯერ არ შეხვედრია. მათი მხრიდან შეხვედრის თხოვნა არ ყოფილა... ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს კანონებს, კანონებს სახელმწიფოსი, სადაც ელჩად ვმუშაობ, წარმოვადგენ უკრაინას, ზუსტად ისე, როგორც უკრაინაში ყველა უცხოელი მოქალაქე ექვემდებარება და პატივს სცემს უკრაინის კანონებს. კონსულისა და საელჩოს ამოცანაა, იზრუნოს, რომ უკრაინის მოქალაქეების უფლებები დაცული იყოს. და ეს კეთდება", – დასძინა უკრაინელმა დიპლომატმა.

წინასწარი ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქეები საქართველოში 27 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე ჩამოვიდნენ. არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც მეორე ტურში მონაწილეობდა, ხელისუფლება ამომრჩევლის დაშინებისა და მოსყიდვის გზით არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. 2 დეკემბრის საპროტესტო აქციაზე მათ 16 ნოემბრამდე, ანუ ინაუგურაციის დღემდე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ აქციის განახლება დააანონსეს.

საქართველოს შსს-ში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არკვევენ უკრაინის მოქალაქეების თბილისში ჩამოსვლის მოტივებს, მათ შორის, მათ შესაძლო კავშირს „ნაციონალურ მოძრაობსათან“.

უფრო ადრე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობა" საქართველოში არჩევნების შემდეგ არეულობის ორგანიზაციისთვის ემზადებოდა. ამასთან ხელისუფლებამ მოსახლეობა დაარწმუნა, რომ არეულობის უფლებას არავის მისცემს.

მთავარი თემები