საპროტესტო აქციაზე თბილისში პოლიცია წესრიგს დაიცავს

© photo: Sputnikსაპროტესტო აქცია რუსთაველზე
საპროტესტო აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიცია მთელი დღის განმავლობაში შესაძლო პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით რუსთაველის გამზირზე პატრულირებას მოახდენს

თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიცავს რუსთაველის გამზირზე კვირას დაგეგმილ აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხოებას და მართლწესრიგს, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საპროტესტო აქცია, ორგანიზებული ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ მიერ, რუსთაველის გამზირზე კვირას 15:00 საათზე დაიწყება. შსს-ში აცხადებენ, რომ მზად არიან მომიტინგეთა უსაფრთხოება და მართლწესრიგი დაიცვან.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური - 2018 - Sputnik საქართველო
ოპოზიცია გეგმებზე საუბრობს - „ძალა ერთობაშია“ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

„რუსთაველის გამზირზე მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მოახდენენ პატრულირებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია და დაცული იყოს როგორც აქციის მონაწილეების, ისე რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შსს მოუწოდებს მიტინგის ორგანიზატორებს დაიცვან მართლწესრიგი და პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს დაემორჩილონ.

„აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი თქვა და თბილისის ცენტრში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით თბილისის ცენტრში მანიფესტაცია დააანონსა.

„სულელური მოთხოვნები" თუ აუცილებლობა – პოლიტიკოსები დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ >>

არჩევნები მოიგო დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უჭერდა. მას ამომრჩეველთა 59,52%-მა მისცა ხმა, ხოლო ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს - 40,48%.

არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანია - Sputnik საქართველო
რა პერსპექტივა აქვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის იდეას?

პარასკევს თბილისის საკონცერტო დარბაზში მხარდამჭერების შეკრებაზე ვაშაძემ მოუწოდა ყველას შეიკრიბოს საპროტესტო აქციაზე და განაცხადა, რომ ეს „მშვიდობიანი მანიფესტაცია“ იქნება.

ამასთან, მმართველმა პარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილი თავის თანამოაზრეებთან ერთად არჩევნების შემდეგ მოვლენების განვითარების რევოლუციურ სცენარს გეგმავს.

„ძალა ერთობაშიას“ გაერთიანებაში 11 ოპოზიციური პარტია შედის. მათ შორისაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „ნაციონალ-დემოკრატიული პარტია“ და სხვ. ამ პარტიების უმრავლესობა „ნაცმოძრაობას“ ჩამოშორებულმა პოლიტიკოსებმა შექმნეს.

„რესპუბლიკური პარტია“ გაერთიანებული ოპოზიციის პროტესტს იზიარებს, თუმცა დაანონსებულ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ზურაბიშვილს - თაიგული, „ნაცებს“ – „ვენოკი“: ქართული ელიტის რეაქცია არჩევნებზე >>

პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, რომელმაც მეორე ტურში ვაშაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი, საპროტესტო აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს. პარტიის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლა რეფორმების და არა საპროტესტო აქციების გზით უნდა მიმდინარეობდეს.

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“, რომლის სახელით ამჟამინდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს იყრიდა დავით უსუფაშვილი, აქციაში მონაწილეობას ასევე არ მიიღებს.

მომიტინგეებს არ შეუერთდება პარტია „დემოკრატიული მოძრაობა“, რომელსაც სააკაშვილის პერიოდის პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე ხელმძღვანელობს.

საქართველოს ყველაზე ორიგინალური პარტია „გირჩიც“ არ აპირებს დაუჭიროს მხარი არც „ნაცმოძრაობას“, არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების იდეას.

ყველა ახალი ამბავი
0