„მზად ვართ ზურაბიშვილთან მუშაობისთვის" - საფრანგეთი საქართველოს მომავალ პრეზიდენტს ულოცავს

CC0 / Pixabay / პარიზი
პარიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ზურაბიშვილს პრეზიდენტის პოსტზე წარმატებები უსურვა

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სალომე ზურაბიშვილს, სადაც მან 30 წელი იმუშავა, არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

საპრეზიდენტო არჩევნები მეორე ტური ოთხშაბათს გაიმართა. ცესკოს ყველა უბნის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება" უჭერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებით, ხმების 59,52%-ით იმარჯვებს. მის კონკურენტს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს ხმების 40,48% აქვს.

„საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან სულ რაღაც ერთ თვეში დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს. საფრანგეთი მას გულწრფელად ულოცავს და წარმატებებს უსურვებს თავისი მოვალეობების შესრულებაში. საფრანგეთი მზად არის, იმუშაოს ქალბატონ ზურაბიშვილთან ჩვენს ორ ქვეყანას შორის მშვენიერი და ძველი ურთიერთობების შემდგომი გამტკიცებისთვის", - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ქვეყნის საგარეო უწყება ასევე აცხადებს, რომ საქართველოს მხარს დაუჭერს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში.

ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება პირველმა ლიეტუვის პრეზიდენტმა მიულოცა

„ახალ პრეზიდენტს შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ მტკიცედ განვაგრძობთ მოქმედებას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ინტერესებში", - აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დაიბადა და ამ ქვეყანაში დიდხანს ცხოვრობდა. 1974 წელს მან დაიწყო სამსახური საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და იქ 2004 წლამდე იმუშავა. 2004 წელს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თხოვნით საქართველოს საგარეო უწყებას ჩაუდგა სათავეში. სწორედ ამ დროიდან არის ის ქართულ პოლიტიკაში.

ყველა ახალი ამბავი
0