ილია მეორემ არჩევანი გააკეთა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პატრიარქი
საქართველოს პატრიარქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ხმა კრწანისის საარჩევნო ოლქის მესამე საარჩევნო უბანზე მისცა

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მისცა, იუწყება საზოგადოერივი მაუწყებლის პირველი არხი.

გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო
ვაშაძე: საქართველოს უაზროდ, უვიცად, და ფუჭად დასახარჯი დრო აღარ აქვს

ილია მეორემ საკუთარი არჩევანი №4 კრწანისის საარჩევნო ოლქის მეოთხე საარჩევნო უბანზე  გააკეთა.

„გილოცავთ ისტორიულ დღეს. ჩვენ მივეცით ხმა საქართველოს მთლიანობას. საქართველო აუცილებლად გამთლიანდება და ვიქნებით ბედნიერი. ღმერთმა დაგლოცოთ“ - თქვა პატრიარქმა.

დღეს საქართველოს მოსახლეობა ექვსი წლის ვადით რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც ხელისუფლება სახელმწიფო მეთაურს პირდაპირი წესით აირჩევს. ამის შემდეგ ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის და პრეზიდენტსაც საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

28 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 2 კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე - №5 და სალომე ზურაბიშვილი - №48.

სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი გუნდი „ქართული ოცნება" უჭერს მხარს, 28 ოქტომბერს გამართულული არჩევნების პირველ ტურში ხმების 38,64% მიიღო, ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი - 37,74%.

ყველა ახალი ამბავი
0