ვაშაძე: საქართველოს უაზროდ, უვიცად, და ფუჭად დასახარჯი დრო აღარ აქვს

© Sputnik / Alexander Imedashviliგრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ  არჩევნებზე საკუთარი პოზიცია ქუთაისის 22-ე უბანზე დააფიქსირა.

პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო უბანზე მარტო მივიდა.

„იმედი მაქვს, საქართველოს მოქალაქეები, ვინც 1990 წლიდან კბილებით ინარჩუნებდნენ  დემოკრატიას, ადამიანები ვინც ყველაფერს აკეთებენ, რომ შეინარჩუნონ სახელმწიფოებრიობა,  ადამიანები, ვინც ყველაფერს აკეთებენ, რომ სამ სვეტზე იყოს სახელმწიფო - თანასწორობა, სამართლიანობა, განვითარება, დღეს ყველა მოვა არჩევნებზე და გააკეთებენ სწორ არჩევანს.  საქართველოს უაზროდ, უვიცად, ფუჭად დასახარჯი დრო აღარ აქვს“,  - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღეს საქართველოს მოსახლეობა ექვსი წლის ვადით რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებულია, რადგან საქართველოს მოქალაქეებს უკანასკნელად ეძლევათ შანსი თავად აირჩიონ ქვეყნის სახელმწიფო მეთაური, გარდა ამისა, მმართველმა პარტიამ პირველად არ წამოაყენა საკუთარი კანდიდატი.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ბიძინა ივანიშვილი: მოსახლეობა მობილიზებულია, რომ უარი უთხრას ძალადობას და სიცრუეს

ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც ხელისუფლება სახელმწიფო მეთაურს პირდაპირი წესით აირჩევს. ამის შემდეგ ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის და პრეზიდენტსაც საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

28 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 2 კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე - №5 და სალომე ზურაბიშვილი - №48.

სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი გუნდი „ქართული ოცნება" უჭერს მხარს, 28 ოქტომბერს გამართული არჩევნების პირველ ტურში ხმების 38,64% მიიღო, ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი 37,74%.

 

ყველა ახალი ამბავი
0