ბიძინა ივანიშვილი: მოსახლეობა მობილიზებულია, რომ უარი უთხრას ძალადობას და სიცრუეს

© photo: Sputnikბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა არჩევანი გააკეთა.

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. „არჩევანი გავაკეთე ღირსების, სამართლიანობისა და  განვითარებისთვის, რათა საბოლოოდ უარი ვუთხრათ სიცრუეს, ძალადობას და არ მოვახერხოთ, რომ დავბრუნდეთ უკან', - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის N4 საარჩევნო უბანზე, სადაც ხმის მისაცემად ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.

დღეს საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის უწევს, მმართველი გუნდის მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს - N 48 და ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ გრიგოლ ვაშაძეს - N5 - შორის, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" დაასახელა.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
„გამარჯობა, მე ბიძინა ივანიშვილი ვარ“ - ექს-პრემიერის ზარები თითოეულ მოქალაქეს

მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, მოსახლეობა საკმარისად არის მობილიზებული იმისათვის, რომ საბოლოოდ უარი უთხრას ძალადობას და სიცრუეს.

„ძალიან დიდი სურვილია, რომ ჩვენ კიდევ ერთი ფურცელი ჩავწეროთ ჩვენს უახლოეს ისტორიაში, რომ ჩვენ ვართ განათლებული და ღირსეული ერი, ჩვენ ვართ კულტურული ერი და პასუხი გავცეთ და ვამხილოთ ის უკულტურობა რასაც ოპონენტები გვთავაზობენ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 18 წელს ზემოთ ასაკის 3 მილიონ 528 ათას 658 მოქალაქეს.  საქართველოს მოქალაქეებს კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ – 39 ქვეყანაში. მთლიანობაში ამ არჩევნებზე 3 ათას 703 საარჩევნო უბანი გაიხსნა.

არჩევნების პროცესს 95 ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის 2,3 ათასამდე ჟურნალისტი აშუქებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0