სააკაშვილის საუბრის სკანდალური აუდიოჩანაწერი ნადვილი აღმოჩნდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ს აინტერესებს არა მიხეილ სააკაშვილის და მისი ბიძის საუბრის შინაარსი, არამედ მისი გამავრცელებლის ვინაობა

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შსს არკვევს, ვინ გამოაქვეყნა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და მისი ბიძის, თემურ ალასანიას საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელიც აიტვირთა ოქტომბრის ბოლოს ერთ-ერთ უკრაინულ ვებგვერდზე zdes.com.ua, იუწყება პირველი არხი.

პროკურატურა სწავლობს სააკაშვილისა და მისი ბიძის საუბრის საეჭვო აუდიოჩანაწერს >>

შსს-მ დაადგინა, რომ აუდიოჩანაწერი ნამდვილია. სააკაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია „ნაცმოძრაობის" პიარის გაძლიერება, ხოლო ალასანია აცხადებს, რომ მზადაა მილიონი გადაუხადოს იმას, ვინ მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს მოკლავს.

აუდიოჩანაწერს ვებგვერდზე მცირე ტექსტი ახლავს. იქ აღნიშნულია, რომ რედაქციამ სააკაშვილის მონაწილეობით 1000-მდე ვიდეო და აუდიოჩანაწერი მიიღო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება 2018 წლის 2 ნოემბერს, საქართველოს სსკ-ს 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს. ექსპერტიზის შედეგად მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საუბრის ჩანაწერებში მათი ხმების ნამდვილობა დადასტურდა“, – ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის კომენტარში.

აუდიოჩანაწერის უკანონო გავრცელებაში ბრალდებულს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წინასაარჩევნო კომპანია - Sputnik საქართველო
სესხების განულება თუ მორიგი „უფასო ფული“ ამომრჩეველს

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილების ძალაში შესვლის დღეებში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ის შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია გამოცხადებული, ასევე დაწყებულია პროცედურები, რათა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.

სააკაშვილმა 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ამით ავტომატურად დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა. ის გარკვეული პერიოდი ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო, მაგრამ 2016 წელს თანამდებობა სკანდალურად დატოვა. 2017 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მოგვიანებით ის ნიდერლანდებში გადავიდა, სადაც მიიღო მოწმობა, რომ შეუძლია იცხოვროს და იმუშაოს ევროკავშირის ქვეყნებში.

მიმდინარე წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთ საქმეში — 2005 წელს პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში ცნო დამნაშავედ და მას დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ყველა ახალი ამბავი
0