01:38 24 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1063
  • 100 RUB4.1425
  • USD2.7082
გიორგი გახარია და დავით ასათიანი

შსს-ს რეფორმების პროცესში ადვოკატთა დახმარების იმედი აქვს

© FB / Ministry of Internal Affairs of Georgia
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
32 0 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო და ადვოკატთა ასოციაცია გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებაზე ერთობლივად იმუშავებენ.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გახარია საქართველოს შსს-ს გამომძიებლების მუშაობით უკმაყოფილოა>>>

„ეს მემორანდუმი, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების აღსრულების ხარისხის გაუმჯობესებას. საქართველოს შსს-ში სისტემური განახლების პროცესი მიდის, რომელიც მოიცავს როგორც სტრუქტურულ, ისე შინაარსობრივ რეფორმებს და საკანონმდებლო ცვლილებებს. ამ რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებაა", – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მან აქვე დაამატა, რომ საგამოძიებო ორგანოების მუშაობის ხარისხის ამაღლებას დროს სჭირდება.

„გამოძიება – ეს არის ფუნქცია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში, სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, ყურადღების გარეშე იყო, რამაც იმ შედეგებამდე მიგვიყვანა, რომელთაც ყოველდღიურად ვაწყდებით. რა თქმა უნდა, ამ პრობლემის გადაწყვეტაზე საჭიროა დრო და ერთობლივი ძალისხმევა და ამ მემორანდუმის გაფორმების მთავარი მოტივიც ეს გახდა", – აღნიშნა გახარიამ.

მემორანდუმის გაფორმების კიდევ ერთი მოტივი ადამიანის უფლებების დაცვაა, რაც, მინისტრის სიტყვებით, შსს-ს მუშაობის მთავარი პრინციპია.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა, თავის მხრივ, შსს-სთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ადრე ადვოკატებისა და პოლიციის ურთიერთობებში ერთგვარი გაუცხოება არსებობდა. ეს ორი პროფესია განიხილებოდა როგორც ურთიერთსაწინააღმდეგო, რის გამოც გარკვეული პრობლემები ჩნდებოდა. ჩვენ გვჯერა, რომ პოლიციასა და ადვოკატებს შორის სამართლიან პრინციპებზე დაფუძნებული კომუნიკაცია ხელს შეუწყობს ქვეყანაში მართლმსაჯულების ხარისხიან ადმინისტრირებას", – განაცხადა ასათიანმა.

მას შემდეგ, რაც 2017 წლის ნოემბერში გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, უწყებაში რეფორმები დაიწყო.

დავით ასათიანი, ისევე, როგორც გახარია, ახალი ხელმძღვანელია. იგი ადვოკატთა ასოციაციას სათავეში 2017 წლის დეკემბერში ჩაუდგა.

 

მთავარი თემები