გახდება თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე მილიონერი

© FB / 59 Secondsზურა ჯაფარიძე
ზურა ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართუ ბანკიდან“ წინასაარჩევნოდ მილიონი ლარი უკვე მიიღო.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკს" 1 მილიონი ლარის ოდენობით კრედიტის ასაღებად მიმართა.

სექსი, მარიხუანა, ჯარი და, ბოლოს – საარჩევნო კამპანია პორნოსაიტზე>>>

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, კანდიდატს, რომელიც არჩევნებში ხმათა 10%-ზე მეტს დააგროვებს, კამპანიაზე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 1 მილიონის მოთხოვნის უფლება აქვს. ამით უკვე ისარგებლა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უჭერს მხარს. ზურაბიშვილმა „ქართუ ბანკიდან" 1 მილიონი ლარის ოდენობით კრედიტი უკვე აიღო.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
კანაფის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტმა ორი თვით გადაავადა

„მათ დაიტოვეს ჩემი განცხადება და დოკუმენტები, რომელიც ამტკიცებს, რომ მე მართლა ვარ პრეზიდენტობის კანდიდატი. მომცეს საკონტაქტო მონაცემები და მითხრეს, რომ განიხილავენ. ანუ, ამ მომენტში „ქართუ ბანკში" განხილვა მიდის – მომცენ თუ არა 1-მილიონიან კრედიტს, რათა შევძლო მისი დარჩენილ დღეებში გამოყენება და კამპანიის „აფეთქება", – განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯერჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა ჯაფარიძე ივანიშვილის ბანკისგან კრედიტს. რაც შეეხება ზურაბიშვილს, ის მიიჩნევს, რომ მას კრედიტის დაფარვა არ მოუწევს, რადგან დარწმუნებულია, რომ არჩევნების პირველივე ტურში ხმების 10%-ზე მეტს მიიღებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში: ზურაბიშვილმა „ქართუდან“ მილიონი ლარი ისესხა>>>

პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩი" 2015 წელს იმ პოლიტიკოსების ჯგუფმა ჩამოაყალიბა, რომლებმაც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს. ორგანიზაცია ერთ-ერთ მიზნად მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციას ასახელებდა.

2018 წლის ივლისში „გირჩის" ლიდერებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე მოიგეს და მარიხუანის გამოყენების ლეგალიზაციას მიაღწიეს.

ზურა ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
არანაირი გაწვევა – პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ახალგაზრდობას პირობას აძლევს

გარდა ამისა, 2017 წელს „გირჩმა" ახალგაზრდების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების კამპანია დაიწყო. პარტიამ დაარეგისტრირა ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება" და ახალგაზრდების რელიგიური მსახურების სახით აყვანა დაიწყო. კანონის თანახმად, მღვდელმსახურს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა არ ევალება. შედეგად, „გირჩის" ამ აქციის გამო, ბოლო მონაცემებით, ხელისუფლებამ ჯარში 4,3 ათასზე მეტი ახალგაზრდა ვერ გაიწვია.

ჯაფარიძის წინასაარჩევნო კამპანია არაორდინარულობით გამოირჩევა. მან წინასაარჩევნო პერიოდში საკუთარი სარეკლამო ბანერები პორნოსაიტ PornHub-ზე განათავსა. თუ ბანერს დააკლიკებთ, ავტომატურად ჯაფარიძის მხარდამჭერ გვერდზე გადადიხართ. „გირჩის" ლიდერის მხარდამჭერი რომ გახდეთ, ამისთვის საკმარისია აღნიშნულ გვერდზე ელექტრონული ბლანკის შევსება.

 

ყველა ახალი ამბავი
0