საქართველო ჟენევის მოლაპარაკებებს კონფლიქტების მოსაგვარებლად უნიკალურ ფორმატად მიიჩნევს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით დონდუამ განმარტა, რომ მოლაპარაკებათა 45-ე რაუნდი, რომელიც ჟენევაში 9 ოქტომბერს დაიწყო, კარგი შესაძლებლობაა იმის შესაფასებლად, რა გაკეთდა და რისი მიღწევა მოხერხდა.

თბილისის, 10 ოქტომბერი — Sputnik. ჟენევის მოლაპარაკებები — ეს უნიკალური ფორმატია, რომლის წყალობითაც საქართველოს ტერიტორიაზე 10 წლის განმავლობაში არ მომხდარა კონფლიქტის გამწვავება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ  საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში. 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა. დისკუსიები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობს. პირველ ჯგუფში განიხილება აფხაზეთსა და ცხინვალის 

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე. - Sputnik საქართველო
აბაშიძე: ქართველებსა და რუსებს შორის ღვარძლი არ არსებობს

რეგიონში უშიშროებისა და სტაბილურობის საკითხები, მეორეში — ჰუმანიტარული ვითარება და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები.

ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი, აშშ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლები, დისკუსიების თანათავმჯდომარეები კი ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები არიან. 

„ჟენევის მოლაპარაკებები არის საკმაოდ უნიკალური და კარგი ფორმატი. ისე არ უნდა წარმოიდგინოთ, რომ ჟენევა მარტო წელიწადში ოთხჯერ შეხვედრაა. ეს არის საკმაოდ დიდი მექანიზმი, რომელიც მოიცავს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ყოველთვიურ შეხვედრებს, ტექნიკურ შეხვედრებს, „ცხელ ხაზს“, რომელიც 24 საათი მოქმედებს, თანათავმჯდომარეების ვიზიტებს საქართველოში, კონფლიქტურ მხარეებს, ანუ საქართველოსა და რუსეთს შორის მედიაციას მთელი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა დავით დონდუამ.

ამასთანავე მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ მოლაპარაკებათა 45-ე რაუნდი, რომელიც ჟენევაში 9 ოქტომბერს დაიწყო, კარგი შესაძლებლობაა იმის შესაფასებლად, რა გაკეთდა და რისი მიღწევა მოხერხდა.

„10 წელი სრულდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დაწყებიდან. ეს რაუნდი კარგი საშუალებაა, თვალი გადავავლოთ იმას, თუ რისი მიღწევა შევძელით ამ 10 წლის განმავლობაში, რა ვერ გაკეთდა, რას ვერ მივაღწიეთ და რა არის გასაკეთებელი, რათა მომავალში გადავდგათ წინ ნაბიჯები კონფლიქტის სრულყოფილი მოგვარებისთვის“, — განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. 

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი: საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლებელია

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოდან თბილისის გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.

ამ დროისთვის ქვეყნებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0