ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში წვრთნებს დაესწრება

© photo: Sputnik / Alexey Vitvickiy / გადასვლა მედიაბანკშიიენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ნატო–საქართველოს“ სწავლება, საორიენტაციოდ, 2019 წლის აპრილში გაიმართება

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მზადყოფნა გამოთქვა, ეწვიოს საქართველოს „ნატო–საქართველოს“სამეთაურო–საშტაბო სწავლების დროს 2019 წელს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამის შესახებ ცნობილი გახდა საქართველო–ნატოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ. სხდომა ბრიუსელში ოთხშაბათს გაიმართა. სტოლტენბერგის ვიზიტის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა, სწავლება 2019 წლის მარტი–აპრილში გაიმართება. გენერალური მდივანი საქართველოს ბოლოს 2015 წლის აგვისტოში, „კრწანისის“ სამხედრო ბაზაზე „ნატო–საქართველოს“ სწავლებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის გახსნის დროს ეწვია.

ჯეიმს აპატურაი - Sputnik საქართველო
ისინი გამოიყურებიან ისე, როგორც ამერიკელები – ჯეიმს აპატურაი ქართულ არმიას აფასებს

„გენერალურმა მდივანმა მზადყოფნა გამოხატა ამ სწავლებების ფარგლებში საქართველოში ჩამობრძანდეს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

„ნატო–საქართველოს“ სამეთაურო–საშტაბო სწავლება ბოლოს 2016 წელს გაიმართა.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" მონაწილე გახდა. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო–ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყნის მისწრაფება ნატოში ვინმეს წინააღმდეგ არ არის მიმართული, მაგრამ მოსკოვი ამ საკითხს დიდი სიფრთხილით ეკიდება.

ყველა ახალი ამბავი
0