პრემიერმა გაეროს კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე „თბილისის ფორუმის" ჩატარება შესთავაზა

© FB / Mamuka Bakhtadzeსაქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე
საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში უკვე ჩატარდა გაეროში ქართული მხარის მიერ ინიციირებული „აბრეშუმის გზის" ფორუმი, ახლა ჯერი „თბილისის ფორუმზეა".

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს წევრებს შესთავაზა თბილისში ფორუმის ჩატარება ჩავი ზღვის რეგიონსა და კავკასიაში მშვიდობის მიღწევისა და განვითარების თემაზე.

პრემიერი გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით ქართულ ენაზე გამოვიდა.

„მინდა ახალი ინიციატივით გამოვიდე და შემოგთავაზოთ „თბილისის ფორუმის" ჩატარება, რომლის მთავარი მიზანი იქნება შავი ზღვის რეგიონი და კავკასია, რომელიც დღეს დაპირისპირებისა და გამოწვევების არეალია, გადაიქცეს მშვიდობის, თანამშრომლობის და განვითარების სივრცედ", – განაცხადა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე გაეროში - Sputnik საქართველო
ქართულად გაეროს ტრიბუნიდან: ბახტაძემ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას მიმართა

საქართველოში უფრო ადრე გაიმართა გაეროში ქართული მხარის მიერ ინიციირებული „აბრეშუმის გზის" ფორუმი, ახლა ჯერი „თბილისის ფორუმზეა".

„ჩვენი ქვეყნის უნიკალური გეოგრაფია, სტრატეგიული მდებარეობა ევროპასა და აზიას შორის, საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ცივილიზაციათა შეხვედრის, კულტურათა დიალოგის მიმზიდველ ადგილად ხდიდა. ჩვენ დღესაც ვასრულებთ ამ ფუნქციას და ვახორციელებთ ამბიციურ და საპასუხისმგებლო პროექტებს", – განაცხადა ბახტაძემ.

საქართველო სამხრეთ კავკასიაში ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა. მას საერთაშორისო რეიტინგებში ბიზნესის თავისუფლების, უსაფრთხოებისა და წარმატებით მიმდინარე რეფორმების კუთხით მაღალი პოზიციები უკავია.

საქართველოს გადაქცევა ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო ჰაბად – საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამისთვის ქვეყანაში მრავალი პროექტი ხორციელდება. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელმაც ევროპა და აზია პირდაპირ დააკავშირა.

 

ყველა ახალი ამბავი
0