საქართველო, მოლდოვა და უკრაინა საპარლამენტო ასამბლეის შექმნაზე შეთანხმდნენ

გამოწერა
საქართველო-მოლდოვა-უკრაინის პირველ საპარლამენტო სესიაში თითოეული ქვეყნიდან ათ-ათი დეპუტატი მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საკანონმდებლო ორგანოები შეთანხმდნენ საპარლამენტო ასამბლეის შექმნის შესახებ, რომლის პირველი სესია ოქტომბრის დასაწყისში თბილისში გაიმართება.

იოჰანეს ჰანი - Sputnik საქართველო
„უკმაყოფილების მიზეზი არ არსებობს" – ევროკომისარმა საქართველოს წარმატებები შეაფასა

საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა შესაბამისი დადგენილება.

„ეს არის ჩვენი ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიზანია სამ ქვეყანას შორის სამმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები, რომლებიც დაკავშირებულია დასავლურ ინტეგრაციასთან", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

პირველ საპარლამენტო სესიაში თითოეული ქვეყნიდან ათ-ათი დეპუტატი მიიღებს მონაწილეობას.

ქართული მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს მმართველი პარტიის შვიდი და ოპოზიციური პარტიებიდან თითო-თითო დეპუტატი.

 

ყველა ახალი ამბავი
0