გიორგი შენგელაია საპროტესტო აქციებს აანონსებს

© photo: courtesy of Giorgi Shengelaiaგიორგი შენგელაია
გიორგი შენგელაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეჟისორმა ახალი მოძრაობა „ხალხის ნება“ ჩამოაყალიბა 

თბილისი,  20 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი რეჟისორი გიორგი შენგელაია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გიორგი შენგელაია პრეზიდენტობის  დამოუკიდებელ კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა აგვისტოს ბოლოს წარადგინა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში  შესაბამისი განაცხადი შეიტანა. თუმცა, მას ცესკომ პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა, რადგან შენგელაიამ მხარდამჭერთა ხელმოწერები  არ წარადგინა. 

გიორგი შენგელაია - Sputnik საქართველო
რეჟისორ გიორგი შენგელაიას ცესკომ პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს სამშაბათს 18:00 საათამდე  უნდა შეეგროვებინათ და ცესკოში წარედგინათ  არანაკლებ 25 923 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა.

გიორგი შენგელაიამ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და მიზეზიც განმარტა.

„მე ვხსნი ჩენს კანდიდატურას. ვხსნი იმიტომ, რომ დავრწმუნდი ეს არჩევნები, რომელიც მოდის, არ იქნება სამართლიანი... ეს იქნება ფულების ტრიალი და ამიტომ მე არ მეკადრება როგორც ჩემი ოჯახის შვილს, როგორც რეჟისორს, რომ ამისთანა საზიზღრობაში მივიღო მონაწილეობა, ამიტომ მე მოვხსენი ჩემი კანდიდატურა“, - განაცხადა გიორგი შენგელაიამ.

როგორც შენგელაიამ აღნიშნა, მას მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერის იმედი ჰქონდა.

„ქართულმა ოცნებამ“ კი უკვე განაცხადა, რომ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება და მხარს  დამოუკიდებელ დეპუტატს, საგარეო საქმეთა  ექს–მინისტრ სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.


ტელეკომპანია ცნობით, მას შემდეგ, რაც რეჟისორი საპრეზიდენტო კანდიდატად ვერ დარეგისტრირდა, მან ახალი მოძრაობა „ხალხის ნება“ ჩამოაყალიბა. 

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0