12:54 20 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0369
  • 100 RUB4.0356
  • USD2.6593
სამხედრო მოსამსახურეები ფიცის დადების შემდეგ

ჯარისგან თავის არიდების მცდელობაზე, შესაძლოა, ჯარიმები დაწესდეს

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს თავდაცვა (129)
6810

კანონპროექტის მიხედვით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებას ნაცვლად 25 წლისა, პირი 27 წლის ასაკამდე შეძლებს

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაზე, შესაძლოა, ჯარიმები  დაწესდეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს მთავრობამ აღნიშნულის შესახებ კანონპროექტი მოამზადა, რომელსაც პარლამენტში მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე წარადგენენ.

კანონპროექტის მიხედვით,  ხშირია შემთხვევები, როდესაც  სამხედრო სამსახურს თავს არიდებენ  როგორც სხეულის თვითდაზიანებით, ავადმყოფობის სიმულაციით, ასევე, სხვაგვარი მოტყუებით. ასევე,  ხშირია სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში შესაბამისი გაწვევის პერიოდში განმეორებით გამოუცხადებლობა.

კანონპროექტის თანახმად, სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის თავის არიდების ასეთი სახის მცდელობები  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება.

ასევე, პასუხისმგებლობა დაწესდება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში შესაბამისი გაწვევის პერიოდში განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ჯარიმის სახით 2 ათასი ლარი განისაზღვრება. 

გარდა ამისა, ახლებურად ჩამოყალიბდება  სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის განაკვეთის საკითხი. კერძოდ, მოსაკრებლის გადახდის შედეგად, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების პერიოდი  შემცირდება  და ნაცვლად 18 თვისა, განისაზღვრება 12 თვით.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით,  პირი სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით მხოლოდ ორჯერ სარგებლობს, მაგრამ არაუმეტეს 25 წლის ასაკისა. კანონპროექტით კი ხდება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობისას ასაკობრივი დათქმის — „არაუმეტეს 25 წლის ასაკისა“ ამოღება. რის შედეგადაც, ამ უფლებით სარგებლობა პირს შეეძლება ორჯერ, 27 წლის ასაკამდე.

„პლანი მუშაობს": „გირჩმა" 3000-მდე წვევამდელი „დააბოლა" >>

2019 წლის პირველი იანვრიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს, რომლებიც ჯარში წასვლისგან თავს არიდებენ ან რელიგიური შეხედულებების გამო არ სურთ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა, არასამხედრო ალტერნატიულ სამსახურს შესთავაზებს. ინიციატივის თანახმად, ახალწვეულები არ მიიღებენ უშუალო მონაწილეობას ხანძრის ჩაქრობაში, მხოლოდ პროფესიონალებს დაეხმარებიან.

საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა — სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მამრობითი სქესის 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდებმა, რომლებსაც გადავადება არ ეხებათ, უნდა გაიარონ სავალდებულო სამხედრო სამსახური.


თემები:
საქართველოს თავდაცვა (129)

მთავარი თემები