00:29 18 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0268
  • 100 RUB4.0447
  • USD2.6727
გია ვოლსკი

გია ვოლსკი: ნარკოტიკული თრობის დასადგენად საქართველოში სპეციალურ აპარატებს ჩამოიტანენ

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
მარიხუანის დეკრიმინალიზაცია საქართველოში (65)
79 0 0

გია ვოლსკის განმარტებით, ახალი ნარკოპოლიტიკა ბიძინა ივანიშვილთან არის შეთანხმებული.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ნარკოტიკული თრობის მდგომარეობის დასადგენად საქართველოში სპეციალურ ჩასასუნთქ აპარატებს ჩამოიტანენ, რომელიც ალკოჰოლური თრობის მდგომარეობის დასადგენი აპარატის მსგავსად დაადგენს ნარკოტიკული საშუალებებით თრობის მდგომარეობას, იუწყება ტელეკომპანია Imedi საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებაზე დაყრდნობით.

თბილისი ამსტერდამი არ გახდება: მარიხუანას ყველა და ყველგან ვერ მოწევს>>>

მიმდინარე წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია "გირჩის" წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითიც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მარიხუანის მოხმარების შეზღუდვას აპირებს. უწყებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ქვეყანაში მარიხუანის მოხმარებისთვის მკაცრი სამართლებრივი ჩარჩოები შეიქმნება.

„გახარიას (გიორგი გახარია – შს მინისტრი) ჩამოაქვს სპეციალური ჩასასუნთქი აპარატი, რომელიც როგორც ალკოჰოლს ადგენს, ისე ადგენს ნარკოტიკული თრობის თემას. ამასთან საჭიროა, რომ კონფესიებმაც და განათლების სისტემებმაც ჩართონ რესურსი, რათა მარიხუანის ზიანზე მეტი იქადაგონ", — განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკის განმარტებით, ახალი ნარკოპოლიტიკა მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან არის შეთანხმებული.

„ბიძინა ივანიშვილს ავტორიტეტი აქვს და ამ საკითხის გადაწყვეტის დროს რომ არ მიეღო სათანადო განმარტებები და კომენტარები, იგი არ აუნთებდა ამ საკითხს მწვანე შუქს", — აღნიშნა დეპუტატმა.

ბახტაძე: მარიხუანის კულტივაცია მკაცრად იქნება რეგლამენტირებული>>>

შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანის მოხმარება საზოგადოებრივ ადგილებში კანონით დაისჯება, 21 წლამდე ახალგაზრდების მიერ მარიხუანის მოხმარება კი ყველა სახის სივრცეში ასევე დასჯადი იქნება. მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალებების მართვა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი გახდება. ასევე 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა მარიხუანის მოხმარებაში სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

ასევე, კანონპროექტის მიხედვით, გარკვეული პროფესიის ადამიანებს მარიხუანის მოხმარებისთვის ჩამოერთმევათ პროფესიული საქმიანობის უფლება და შეეზღუდებათ სამოქალაქო უფლებები.

საქართველოში მარიხუანის გასაღება კვლავინდებურად სისხლის სამართლებრივ დანაშაულად რჩება. თუმცა, 11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" ინიციატივით, სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით ექსპორტზე გასატანად მარიხუანის მოყვანა-წარმოება იგეგმება. ამ ინფორმაციამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მოგვიანებით ამასთან დაკავშირებით შსს-მ განმარტება გააკეთა, რომლის მიხედვით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველო კანაფის ექსპორტიორი გახდება, მისი გასაღება ქვეყანაში ისევ სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და ამ მიმართულებით უწყება მკაცრ შეზღუდვებს დააწესებს.

 

თემები:
მარიხუანის დეკრიმინალიზაცია საქართველოში (65)

მთავარი თემები