05:17 21 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0693
  • 100 RUB3.9538
  • USD2.6193
ზუგდიდი

ზუგდიდის მერმა თანამდებობა დატოვა

© Sputnik / Denis Aslanov
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს რეგიონები (402)
83 0 0

ლაშა გოგიას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერიის პრეს-სამსახურში ოფიციალურად არ ადასტურებენ.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა, იუწყებიან ქართული საინფორმაციო საშუალებები.

თუ რა გახდა მისი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ზუგდიდელების სამსახურში. მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს და მხარდამჭერს", - დაწერა ლაშა გოგიამ საკუთარ Facebook-გვერდზე.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგია ამჟამად პრაღაში სამუშაო მივლინებით იმყოფება. მისი გადადგომის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერიის პრეს-სამსახურში ოფიციალურად არ ადასტურებენ.

ლაშა გოგია ზუგდიდის მერად 2017 წელს აირჩიეს. მანამდე ის ზუგდიდის გამგებლად მუშაობდა. 2013-2014 წლებში კი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო.

მიმდინარე წლის 11 სექტემბერს ლაშა გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმესთან დაკავშირებით გამოკითხეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმიანობის შესწავლა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.

 

თემები:
საქართველოს რეგიონები (402)

მთავარი თემები