21:03 16 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0299
  • 100 RUB4.0185
  • USD2.6818
ერევანი

საქართველოს პრეზიდენტი ერევანში ფრანკოფონიის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (294)
77 0 0

გიორგი მარგველაშვილი სომხეთში ფრანკოფონიის სამიტზე გაემართება, რომელშიც 84 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ქართული დელეგაცია, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას მიიღებს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მე-17 სამიტში, რომელიც ერევანში 11-12 ოქტომბერს გაიმართება, იუწყება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი ტიგრან ბალაიანი.

სამიტის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ 84 ქვეყნისა და 20 საერთაშორისო ორგანიზაციის დაახლოებით 5 ათასი წარმომადგენელი. სტუმრებს შორის იქნებიან საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო.

„საქართველოს პრეზიდენტმა სამიტში თავისი მონაწილეობა დაადასტურა. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ქართულ დელეგაციას პრეზიდენტ მარგველაშვილის ხელმძღვანელობით", — განაცხადა ბალაიანმა.

ფრანკოფონიის სამიტის ფარგლებში ერევანში ეკონომიკური ფორუმი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 300 ბიზნესმენი. ღონისძიებას სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი და ფრანგულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი მიკაელ ჟანი გახსნიან.

სამიტზე „ერევნის პაქტი" გაფორმდება.

სომხეთმა მსგავსი ღონისძიების გამართვა 2016 წელს ანტანანარივუში ფრანკოფონიის სამიტზე მიიღო. სომხეთი ორგანიზაციის წევრია, საქართველო კი 2004 წლიდან დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს.

 

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (294)

მთავარი თემები