ყაზახურ ბიზნესს საქართველოში შემოსვლა სურს - ელჩმა პერსპექტივებზე ისაუბრა

© Sputnik / Levan Avlabreliყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბაურჟან მუჰამეჯანოვი
ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბაურჟან მუჰამეჯანოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში Казинвест-ის წარმომადგენლობის გახსნის შემთხვევაში ცენტრი დაეხმარება ყაზახურ კომპანიებს ქართულ ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელებაში

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ინვესტიციების ხელშეწყობის ყაზახური ცენტრი „კაზინვესტი“ (Казинвест) საქართველოში თავისი წარმომადგენლობის გახსნაშია დაინტერესებული, განაცხადა ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბაურჟან მუჰამეჯანოვმა.

კასპიის–შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი – საქართველომ შეიძლება ყაზახეთის ნავთობი მოიზიდოს >>

ქართულ ეკონომიკაში ყაზახური კერძო სექტორის ინვესტირების საკითხი დიპლომატმა პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან განიხილა.

„ის, როგორც საქართველოს რკინიგზების ხელმძღვანელი, ძალიან კარგად ერკვევა ყაზახეთის ეკონომიკის საკითხებში — ნავთობის გადამუშავების, ლოგისტიკის, ტრანსპორტის კუთხით. ჩვენი დღევანდელი მოცულობა — 65 მილიონი დოლარი — არც ქართულ, არც ყაზახურ მხარეს არ აკმაყოფილებს“, — განაცხადა მუჰამეჯანოვმა პრესკონფერენციაზე.

ყაზახეთის პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
ყაზახეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი საქართველოში ელჩად დაინიშნა

მისი თქმით, ყაზახეთის ეროვნულ საინვესტიციო კომპანიას საქართველოში ყაზახური ინვესტიციების მოზიდვაში თავისი წვლილის შეტანა შეუძლია.

„კაზინვესტის“ ხელძღვანელობამ საქართველოს თავისი წარმომადგენლობის გახსნის შესახებ მიმართა. კომპანია „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მუშაობს. ყაზახური ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ მიმართონ „კაზინვესტს“, განაცხადონ, რომ სურთ, მაგალითად, ღვინის წარმოება, იქ კი მათ ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან“, — განმარტა მუჰამეჯანოვმა.

კომპანია ხელს შეუწყობს, რომ ორივე ქვეყნის კანონმდებლობის დონეზე ყველა იურიდიული დეტალი დაცული იყოს.

„ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ცივილიზებული და სწორი მიდგომაა ქართულ ეკონომიკაში ყაზახური ბიზნესის ინვესტირების კუთხით“, — დასასრულს აღნიშნა მუჰამეჯანოვმა.

მონეტა - Sputnik საქართველო
რამდენს გადაუხდის ყაზახეთს საქართველო

„კაზინვესტი“ — სახელმწიფო კომპანიაა, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს პოტენციური ინვესტორების მოძიება, მათი ინფორმირება ყაზახეთის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა.

საქართველომ და ყაზახეთმა გასულ წელს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი აღნიშნეს.

ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ამჟამად ყაზახეთში საქართველოს ელჩია ზურაბ აბაშიძე.

ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი, ის თანხას საქართველოში ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში დებდა.

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულმა საქონელბრუნვამ თითქმის 77 მილიონი დოლარი შეადგინა.


ყველა ახალი ამბავი
0