საქართველოს ექს-პრეზიდენტებს პირადი დაცვა აღარ ეყოლებათ

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მარგველაშვილი პირად დაცვასთან ერთად
გიორგი მარგველაშვილი პირად დაცვასთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს ექს-პრეზიდენტები სახელმწიფო პირადი დაცვის მომსახურებით სარგებლობას ერთი წლის განმავლობაში შეძლებენ.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი 19 სექტემბერს შეიძლება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვას შეუდგეს, რომლის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტებს უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე პერსონალური დაცვა აღარ ეყოლებათ.

კანონპროექტების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ავტორი კი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. ცვლილებები შეეხება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონს და, აქედან გამომდინარე, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის" და „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონებს.

საქართველოს პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს>>>

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე გამწესების დღიდან ენიშნებათ პერსონალური დაცვა, რომელიც უნარჩუნდებათ 1 წლის ვადით უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი", – ნათქვამია "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის" შესახებ კანონის ცვლილებების პროექტში.

ამჟამად არსებული კანონის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტებს პერსონალური დაცვა არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებათ.

საპრეზიდენტო სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილს „სააკაშვილის სასახლეში“ მუშაობა არ სურს

ახალი ინიციატივის თანახმად კი პირადი დაცვა უფლებამოსილების ვადის პერიოდში დაენიშნებათ საქართველოს არა მარტო პრეზიდენტის, არამედ პრემიერ–მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ოჯახის წევრებს.

კანონპროექტი დასაშვებად მიიჩნევს პერსონალური დაცვის ვადის გაგრძელებას სახელმწიფოს პირველი პირებისთვის. ამის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა მიიღებს.

ინიციატივაში ასევე დაზუსტებულია, თუ როგორ უნდა მოიქცეს სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში. პირველ რიგში, უნდა შეატყობინოს თავის უშუალო უფროსს და სამსახურის სამორიგეო ქვედანაყოფს. შემდეგ კი ინფორმაცია უნდა გადაეცეს სამსახურის ხელმძღვანელ პირებს და საქართველოს მთავარ პროკურატურას.

„მცირე“ მთავრობა, „ამბიციური“ გეგმები და ქართული ეკონომიკის დილემა…>>>

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში ინფორმაცია უშუალო უფროსსა და პროკურორს გადაეცემა.

საკანონმდებლო ცვლილებები ასევე ითვალისწინებს სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულების დროს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გამოყოფას 100 ათასი ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, სახელმწიფო ვალდებულებას იღებს დაკრძალვის ხარჯების 500 ლარის ოდენობით გამოყოფასა და ნეშტის გადასვენებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებაზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0